2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ატარებს და 1976 წლიდან აღინიშნება. პირველად თეთრიწყლების ისტორიაში წირვა აღევლინა და დღესასწაული კრწანისის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პარაკლისით დაიწყო.
დღესასწაული სახალხო კონცერტით გაგრძელდა და მასში მონაწილეობა ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად მოწვეულმა სტუმრებმაც მიიღეს. კონცერტის მსვლელობის დროს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – პაატა გიორგობიანმა და თელავის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა – გელა სამხარაულმა ადგილობრივებს “300 არაგველობა” მიულოცეს. კონცერტი “აა(ი)პ კულტურის ცენტრი”-ს ორგანიზებით გაიმართა.
“აა(ი)პ სასპორტო გაერთიანების” ორგანიზებით კი ქართულ ჭიდაობაში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში შეჯიბრი ჩატარდა და უშიშა ყორიაულის სახელობის გარდამავალი თასი გათამაშდა. სახალხო დღესასწაული ტრადიციული დოღით (15კმ დისტანცია) დასრულდა, რომელშიც გამარჯვება, შარშანდელი ჩემპიონი ცხენით, თეთრიწყლების მკვიდრმა, შალვა წიკლაურმა მოიპოვა. შალვა წიკლაურს და ქართულ ჭიდაობაში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებულ პაატა მარტიაშვილს სხვა საჩუქრებთან ერთად, ტრადიციული პრიზი – ცხვარი გადაეცათ. სახალხო დღესასწაულს თეთრიწყლების მაცხოვრებლებთან და ჩამოსულ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები ესწრებოდნენ.



01 02 03 04

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:
1) “300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში – წირვა
2) “300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში – კონცერტი
3) “300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში – ჭიდაობა
4) “300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში – დოღი