2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

“რთველი 2016”-ს საკოორდინაციო შტაბი

29 აგვისტოს, თვითმმართველი თემის გამგეობაში “რთველი 2016”-ს საკოორდინაციო შტაბის წევრებმა შეხვედრა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან გამართეს. საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელებმა იმ სამუშაო გეგმაზე ისაუბრეს, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს აქვს შემუშავებული 2016 წელს რთველის წარმატებულად ჩატარებისთვის. შეხვედრას ასევე თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე – დავით ნაპირელი ესწრებოდა, რომელიც ამავე დროს საკოორდინაციო შტაბის წევრია. მისი განცხადებით სახელმწიფო ინსტიტუტები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მაქსიმალურად დაუჭერენ მხარს რთველის პროცესს და ჩაუბარებელი ყურძენი კახეთში არ დარჩება.
გამგებლის წარმომადგენლებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ, რომელშიც ვკითხულობთ:

“მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის კომპანიებისთვის ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სახელმწიფოს მიერ გაიცემა სუბსიდია შემდეგი ოდენობით:
1კგ რქაწითელზე და კახურ მწვანეზე – 0,45 ლარი,
1კგ საფერავზე – 0,20 ლარი.

სუბსიდირების პროგრამაში ჩასართავად აუცილებელი პირობებია:
მევენახემ ყურძენი ჩააბაროს იმ ღვინის კომპანიაში, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა “რთველი 2016”-ს საკოორდინაციო შტაბში. ამ კომპანიების ჩამონათვალი ატვირთულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ-გვერდზე: www.georgianwine.gov.ge , აღნიშნული სია ასევე აქვთ გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა და ცნობა ყურძნის წარმოშობის შესახებ, რომელიც გაიცემა სოფლებში მუნიციპალიტეტების გამგებლის წარმომადგენელთა მიერ. ცნობის მოქმედების ვადა არის 1 დღე.

ყურძნის მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ღვინის კომპანიაში ფიზიკური პირის მიერ ყურძნის ჩაბარების პროცესის დასრულების შემდეგ. მის გაფორმებას ესწრებიან და მონაცემთა სისწორეს ხელმოწერით ადასტურებენ სოფლის მეორნეობის/ღვინის ეროვნული სააგენტოს ოპერატორი, შსს-ს და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები, ასევე ყურძნის ჩამბარებელი ფიზიკური პირი.

იმ შემთხვევაში, თუ ყურძნის მეპატრონე რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს დაესწროს ჩაბარების პროცესს, მინდობილმა პირმა უნდა წარადგინოს მის სახელზე გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.

ხელისუფლება არის სრულ მზადყოფნაში, რომ 2016 წლის რთველის პროცესმა ორგანიზებულად და წარმატებულად ჩაიაროს და ყველა მევენახემ შეძლოს მოსავლის დაბინავება – 2016 წლის რთველის ფარგლებში ყურძენს 100-მდე ღვინის საწარმო ჩაიბარებს.

გასული წლის მსგავსად, სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ, “ლიბერთი ბანკის” ფილიალებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.

ყურძენს, რომლის რეალიზაციასაც მევენახე ვერ შეძლებს, ჩაიბარებს სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის ქარხნები. სახელმწიფო არ ერევა ფასების წარმოქმნაში – ყურძნის ღირებულებას არეგულირებს ბაზარი.

მევენახე თავად წყვეტს რომელ ღვინის ქარხანაში ჩააბაროს ყურძენი და თავად აწარმოებს მოლაპარაკებებს ყურძნის მყიდველთან ჩასაბარებელი ყურძნის ფასზე, გადახდის პირობებსა და ვადებზე. სახელმწიფო არ ერევა ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთოებში.

ღვინისა და ალკოჰოლოიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით.

რთველის საკოორდინაციო შტაბები განთავსდება თელავში, ასევე გურჯაანში მუშაობს წარმომადგენლობა.
საკოორდინაციო შტაბი თელავში – სასტუმრო “ალაზნის ველი” (ალაზნის გამზირი №74)

ცხელი ხაზის ნომერია – (032) 2 47 01 01, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურება დაინტერესებულ პირებს”.
– ვკითხულობთ საინფორმაციო ბუკლეტში.



რთველი 2016-01 რთველი 2016-02 რთველი 2016-03