2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

“ვაჟაობა” სოფელ ლაფანყურში

30 ივლისს, თვითმმართველი თემის სოფელ ლაფანყურში ტრადიციული დღესასწაული “ვაჟაობა” აღინიშნა. სახალხო დღესასწაული ა(აიპ) “კულტურის ცენტრის”, ა(აიპ) “სასპორტო გაერთიანების” ორგანიზებით და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კ კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით მოეწყო. “ვაჟაობა” ტრადიციული დოღით დაიწყო, ხოლო სხვა ღონისძიებებთან ერთად, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულებს დიპლომები და მედლები გადაეცათ.

დღესასწაული თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა(აიპ) კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტით დასრულდა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ალექსანდრე შათირიშვილი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი – გელა სამხარაული, საკრებულოს თავჯდომარე – პაატა გიორგობიანი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დღესასწაული “ვაჟაობა” სოფელ ლაფანყურში ტრადიციულად ყოველი წლის, ივლისის თვის ბოლო შაბათ დღეს იმართება.



ვაჟაობა-01 ვაჟაობა-02 ვაჟაობა-03 ვაჟაობა-04

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: