2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

რელიგიური დღესასწაული “კვირიკობა”

28 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, რელიგიური დღესასწაული წმიდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღე აღნიშნეს. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში კვირიკობასთან დაკავშირებით მამა ზაქარია და მამა ფარნავაზმა წირვა- ლოცვა აღავლინეს.
წირვა-ლოცვას თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი – სოფიო ახმეტელი ესწრებოდა.
მოგვიანებით შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში გაიმართა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

  • 25 კგ წონით კატეგორია – ქავთარაძე აჩიკო (ფშაველი)
  • 30 კგ წონით კატეგორია – ქავთარაძე ვახო (ფშაველი)
  • 35 კგ წონით კატეგორია – თეთრაშვილი რამაზი (კონდოლი)
  • 40 კგ წონით კატეგორია – გოგოჭური თორღვა (თეთრიწყლები)
  • 45 კგ წონით კატეგორია – სიდამონიძე ანზორი (ვანთა)
  • 55 კგ წონით კატეგორია – ვართანაშვილი გიო (შალაური)
  • 65 კგ წონით კატეგორია – ტალახიშვილი ოთო (კურდღელაური)

ღონისძიებას თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე – გიგა მამუკელაშვილი და გამგებლის წარმომადგენელი ვარდისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში – ლევან თუშიშვილი ესწრებოდნენ. გამარჯვებულ სპორტსმენებს მედლები და სიგელები გადაეცათ.
აბსოლიტური წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული ვარდისუბნელმა ახალგაზრდა სპორტსმენმა – ტატო მოსახლიშვილმა მოიპოვა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტრადიციული პრიზი – ცხვარი გადასცა.



კვირიკობა-00 კვირიკობა-03 კვირიკობა-02 კვირიკობა-04

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: