2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

რელიგიური დღესასწაული “დავითობა”

16 ივნისს, აკურის ადმინისტრაციულ ერთეულში რელიგიური დღესასწაული “დავითობა” აღნიშნეს. აკურის მამა დავითის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა ბუშეტის წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ეკლესიის მოძღვარმა – მღვდელმა გიორგიმ შეასრულა. წირვა-ლოცვას თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე – დავით ნაპირელი ესწრებოდა.
მოგვიანებით შეჯიბრი მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში გაიმართა. მკლავჭიდში მძიმე წონით კატეგორიაში გამარჯვება ირაკლი აჩუაშვილმა, ვანო ბერიკაშვილმა და შალვა მოსემღვდლიშვილმა მოიპოვეს. საშუალო წონით კატეგორიაში კი ალექსი ჩალაძემ, შალვა მოსემღვდლიშვილმა და გაგა დედაბრიშვილმა გაიმარჯვეს.
ახალგაზრდა სპორტსმენებს თელავის მუნციპალიტეტის გამგებელმა – ალექსანდრე შათირიშვილმა მედლები და სიგელები გადასცა.
ქართულ ჭიდაობაში აბსოლიტურ წონით კატეგორიაში ფალავანი ფირო ქეთიაშვილი გახდა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტრადიციული პრიზი – ცხვარი გადასცა.



01 02

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: