2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

აპრილის თვის ანგარიში

თვითმმართველ თემში დასრულდა ორი რეგიონალური პროექტი. ყარაჯლის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოებს შპს “გზამშენი 2005” ასრულებდა. პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი იყო 180 000 ლარი.
რუისპირის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზების მოასფლატება დასრულდა. პროექტის განხორციელებისთვის გამოყოფილი იყო 127 887 ლარი. სამუშაოებს შპს “გზამშენი 2005” ასრულებდა.

ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში სოფელ კურდღელაურის ჭადრაკის სახლის სველი წერტილების შეკეთება განხორციელდა.ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილი იყო 10856 ლარი,სამუშაოებს შპს “მომავალი” ასრულებდა.

ყარაჯლის ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის ახალი ქსელების მშენებლობის და წყალსადენის ქსელზე მიერთების სამუშაოები დასრულდა.პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი იყო 11446 ლარი, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შპს “ბილდინგი” ასრულებდა.

სანიორეს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სარწყავი არხის გაწმენდა განხორციელდა,რომლისთვისაც გამოყოფილი იყო 3026 ლარი,სამუშაოებს შპს “აქვა ენერჯი” ასრულებდა.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლმა – ალექსანდრე შათირიშვილმა გამოსცა – 108 ბრძანება.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს განცხადებით მიმართა 301-მა მოქალაქემ.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ, დაფინანსდა 757 მოქალაქე , 53 958 ლარის ოდენობით.

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული ზედამხედველობის შედეგად დაწერილია 1 ჯარიმა.

თვითმმართველი თემი თელავის მუნციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა განხორციელა შემდეგი ღონისძიებები:
თელავის მუნიციპალიტეტის ისტორიულ არქეოლოგიური გზამკვლევის დაბეჭვდა, გამოცემა.
კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მოწვევით თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას ფერეიდნელი ქართველი მეცნიერი, პროფესიით ისტორიკოსი – საიდ მულიანი ესტუმრა.
მარტის თვეში დაიწყო სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობას იღებენ თელავის მუნიციპალიტეტის სკოლები. ოლიმპიადა ტარდება სპორტის 7 სახეობაში: კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, ფუტბალი, ბადბინდტონი, გეზერბენი. ასევე ჩატარდა მხიარული სტარტები. ოლიმპიადა დასრულდება მაისის თვეში.
თელავის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის დაიწყო ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?
თელავის ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად , დედამიწის კვირეულთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია განხორციელდა. აქციის ფარგლებში 7 სოფელში (იყალთო, ყარაჯალა, თეთრიწყლები, აკურა, კისისხევი, წინანდალი, ნაფარეული) აქციის მონაწილეებმა ზემოთაღნიშნული სოფლები ბოთლების, პარკების და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაათავისუფლეს, ასევე დაიდგა საინფორმაციო დაფები – „სუფთას მინდა ვხედავდე, ნუ დამინაგვიანებ”.