2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

საკრებულოს სხდომა – 29 თებერვალი [Video]

29 თებერვალს, თვითმმართველი თემის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს 32 წევრიდან 26 დეპუტატი ესწრებოდა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ თვითმმართველი თემის გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის უფროსი – მიხეილ შაშიაშვილი, იურიდიული სამსახურის უფროსი – ლევან ბერძენაშვილი, ამავე სამსახურის ქონების მართვის და ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი – ბიძინა ხატიაშვილი, მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები. (იხ. სხდომის ოქმი)

საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა გიორგობიანმა დეპუტატებს სხდომის დღის წესრიგი დასამტკიცებლად წარუდგინა.

მიხეილ შაშიაშვილმა საკრებულოს დეპუტატების წინაშე „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის #64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი დააყენა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს. (იხ. დადგენილება #8)

მიხეილ შაშიაშვილმა საკრებულოს მეორე საკითხი – „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის შესახებ“ წარუდგინა. დეპუტატებმა წარმოდგენილი ანგარიში დამაკმაყოფილებლად შეაფასეს. (იხ. განკარგულება #7)

არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის მთ. სპეციალისტმა – ზურაბ ენუქიძემ საკრებულოს მორიგი საკითხი – „ევროკავშირის ინიციატივით დაწყებული მერების შეთანხმებაში თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის მონაწილეობის შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის #4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარუდგინა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს. (იხ. განკარგულება #8)

ლევან ბერძენაშვილმა საკრებულოს წინაშე მორიგი საკითხი – „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელზე პრემიის გაცემის შესახებ“ საკითხი დააყენა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს. (იხ. განკარგულება #9)

ბიძინა ხატიაშვილმა საკრებულოს დასამტკიცებლად სამი საკითხი წარუდგინა:
ა) „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“;
ბ) „სააუქციონო პირობების ვადის გაგრძელების შესახებ“;
გ) „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 მარტის #25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

სამივე წარმოდგენილ პროექტს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
(ა) იხ. განკარგულება #10)
(ბ) იხ. განკარგულება #11)
(გ) იხ. განკარგულება #12)

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნანა ხვისტანმა საკრებულოს მორიგი საკითხი – „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზე პრემიის გაცემის შესახებ“ წარუდგინა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს. (იხ. განკარგულება #13)

საკრებულოს დეპუტატმა – გია გორთამაშვილმა სხდომაზე განსახილველად წარმოადგინა გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდის საკითხი.

ფრაქცია „დემოკრატები“-ს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრმა – ვანო გალახვარიძემ საკრებულოს წინაშე წამოაყენა წინადადება, რომ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” შესახებ ინიციატივები გამგებლის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარი დეპუტატებთან შეუთანხმებლად არ წარადგინონ გამგებლის წინაშე.



01 02

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: