2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

საკრებულოს სხდომა – 10 თებერვალი [Video]

10 თებერვალს, თვითმმართველი თემის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს 32 წევრიდან 30 დეპუტატი ესწრებოდა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი – მიხეილ შაშიაშვილი, მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები. (იხ. სხდომის ოქმი)

საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა გიორგობიანმა მოკლედ მიმოიხილა მუნიციპალიტეტში 2015 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და 2016 წელს დაგეგმილი სამუშაოები, შემდეგ კი დეპუტატებს დასამტკიცებლად დღის წესრიგი წარუდგინა.

მიხეილ შაშიაშვილმა საკრებულოს დეპუტატების წინაშე „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის #64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი დააყენა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს. (იხ. დადგენილება #7)

სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ – გიგა მამუკელაშვილმა დეპუტატებს კომისიის ანგარიში წარუდგინა გაწეული მუშაობის შესახებ. საკრებულომ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.(იხ. განკარგულება #5)

ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველები”-ს თავმჯდომარემ – ზაზა რაიბულმა დეპუტატებს ფრაქციის ანგარიში წარუდგინა გაწეული მუშაობის შესახებ. საკრებულომ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.(იხ. განკარგულება #6)



01 02

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: