2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა N5

saqartvelos-gerbi-45x75

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №5

„ 03 “ თებერვალი 2016 წ.

ქ. თელავი

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების(გერბი და დროშა)შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე და 53-ე მუხლების თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, 108-ე მუხლის მე-5 პუნქტის, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 იანვრის N4 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტი შესაბამისად,
1. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) შესარჩევი კონკურსი გამოცხადდეს 2016 წლის 05 თებერვლიდან.
2. პროექტების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს 2016 წლის 25 თებერვალი.
3. შედეგების გამოცხადების ვადად განისაზღვროს 2016 წლის 05 მარტი.
4. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიმბოლოების შემმუშავებელი დროებითი კომისიამ უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმების და პირობების გათვალისწინებით.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ.თელავი, დ.აღმაშენებლის გამზ. №41) მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                 პაატა გიორგობიანი



(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ბრძანება N5