2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

საკრებულოს სხდომა – 18 იანვარი [Video]

18 იანვარს, თვითმმართველი თემის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს 32 წევრიდან 28 დეპუტატი ესწრებოდა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი – მიხეილ შაშიაშვილი, იურიდიული სამსახურის უფროსი – ლევან ბერძენაშვილი, ქონების მართვის და ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი – ბიძინა ხატიაშვილი, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი – გოჩა ყურშიტაშვილი, კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი – სოფიო ახმეტელი, მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები. (იხ. სხდომის ოქმი)

საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა გიორგობიანმა დეპუტატებს დასამტკიცებლად დღის წესრიგი წარუდგინა.

მიხეილ შაშიაშვილმა საკრებულოს დეპუტატების წინაშე „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის #64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი დააყენა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს. (იხ. დადგენილება #1)

ბიძინა ხატიაშვილმა დეპუტატებს მორიგი საკითხი – თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ დასამტკიცებლად წარუდგინა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს. (იხ. დადგენილება #2)

სოფიო ახმეტელმა საკრებულოს წინაშე მომდევნო საკითხი – თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2016 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ დააყენა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს. (იხ. განკარგულება #1)

გოჩა ყურშიტაშვილმა დეპუტატებს მომდევნო საკითხი – თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2016 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ წარუდგინა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს. (იხ. განკარგულება #2)

ბიძინა ხატიაშვილმა დეპუტატებს მორიგი საკითხი – „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 მარტის #25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ დასამტკიცებლად წარუდგინა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს. (იხ. განკარგულება #3)

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავჯდომარემ, საკრებულოს წევრმა – ნუგზარ ცაძიკიძემ დეპუტატებს შემდეგი საკითხი – „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს #1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგინა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს. (იხ. დადგენილება #3)

შესვენების შემდეგ ნუგზარ ცაძიკიძემ საკრებულოს დეპუტატებს მორიგი საკითხი – თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ წარუდგინა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს. (იხ. დადგენილება #4)

ნუგზარ ცაძიკიძემ დეპუტატებს კიდევ ერთი საკითხი – „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის #4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგინა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს. (იხ. დადგენილება #5)

დეპუტატებმა ასევე მოისმინეს:
1) ფრაქცია „ქართული ოცნება“-ს თავმჯდომარის, საკრებულოს წევრის – ნოდარი ჯანდიერის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“-ს გაწეული მუშაობის შესახებ;

2) საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს წევრის – ვასილ არაბულის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის გაწეული მუშაობის შესახებ;

3) ფრაქცია „სამართლიანობა“-ს თავმჯდომარის, საკრებულოს წევრის – მერაბ თუშიშვილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საკრებულოს ფრაქცია „სამართლიანობა“-ს გაწეული მუშაობის შესახებ;

სამივე საკითხი საკრებულოს დეპუტატებმა ცნობად მიიღეს.

სხდომის დასასრულს ბიძინა ხატიაშვილმა დეპუტატებს კიდევ ორი საკითხი წარუდგინა:
1) თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ;
2) თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მუხლუხა ბულდოზერის სარგებლობის უფლებით გადმოცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ორივე წარმოდგენილ პროექტს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
1) იხ. დადგენილება #6
2) იხ. განკარგულება #4



01 02

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: