2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

საკრებულოს სხდომა – 30 დეკემბერი [Video]

25 დეკემბერს, თვითმმართველი თემის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს 32 წევრიდან 29 დეპუტატი ესწრებოდა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის სამეურნეო, საგეგმო – სახაზინო განყოფილების უფროსი – ნინო ჩურხაული, მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები. (იხ. სხდომის ოქმი)

საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა გიორგობიანმა დეპუტატებს დასამტკიცებლად დღის წესრიგი წარუდგინა.

ნინო ჩურხაულმა საკრებულოს დეპუტატების წინაშე „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი დააყენა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს. (იხ. დადგენილება #66)

>პაატა გიორგობიანმა დეპუტატებს მომდევნო საკითხი – თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ წარუდგინა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს. (იხ. განკარგულება #120)



სხდომა 30.12.2015-01 სხდომა 30.12.2015-02

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: