2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

საკრებულოს სხდომა – 25 დეკემბერი [Video]

25 დეკემბერს, თვითმმართველი თემის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს 32 წევრიდან 28 დეპუტატი ესწრებოდა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ალექსანდრე შათირიშვილი, გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი – მიხეილ შაშიაშვილი, იურიდიული სამსახურის უფროსი – ლევან ბერძენაშვილი, მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები. (იხ. სხდომის ოქმი)

სხდომის დასაწყისში, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა გიორგობიანმა 2015 წელს ჩატარებული სამუშაოები და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შეაფასა, შემდეგ კი დეპუტატებს დასამტკიცებლად დღის წესრიგი წარუდგინა.

მიხეილ შაშიაშვილმა საკრებულოს დეპუტატებს პირველი საკითხი – „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წარუდგინა. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს. (იხ. დადგენილება #64)

საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსმა – ლევან საჩიშვილმა დეპუტატებს მორიგი საკითხი – „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის #37 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე წარუდგინა. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირეს. (იხ. დადგენილება #65)



სხდომა 25.12.2015-01 სხდომა 25.12.2015-02

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: