2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

დღეს, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში თვითმმართველი თემის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – ალექსანდრე შათირიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა – მიხეილ შაშიაშვილმა ბიუჯეტის პროექტი საზოგადოებას წარუდგინა და განმარტა, რომ 2016 წლის თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 6 858 700 ლარით განისაზღვრა.
შეხვედრის დასასრულს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – პაატა გიორგობიანმა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტსა და მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტს შორის განსხვავებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემოთავაზებული ბიუჯეტის პროექტი წინა წელთან შედარებით 350 ათასი ლარითაა გაზრდილი.

იხ. ვრცლად 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი;
იხ. ვრცლად ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია (Power Point ვერსია);



ბიუჯეტის განხილვა-01 ბიუჯეტის განხილვა-02

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: