2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

ტ/კ “გურჯაანის” სიუჟეტს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა ეხმიანება

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა ეხმაურება ტელეკომპანია “გურჯაანი”-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტს და მათ მიერ თვითმმართველი თემის სამ სოფელში ( აკურა, ვანთა, ნასამხრალი) ჩატარებულ გამოკითხვას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს.
გთავაზობთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას, რაც ამ სამ სოფელში განხოციელდა.

2014-2015 წლებში აკურაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები:

1. სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაცია. (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი)
2. ჭაბურღილის მოწყობა რეზერვუარით. (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი)
3. საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა)
4. სასმელი წყლის ჭაბურღილის გაბურღვა. (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა)

2015 წელს ვანთაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები:

1. სასმელი წყლის ჭაბურღილისა და წყალსადენის მაგისტრალის მოწყობა. (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი)
2. სასმელი წყლის ცენტრალური და შიდა ქსელების რეაბილიტაცია. (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი)
3. საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა)
4. სასოფლო სამეურნეო ტექნიკისათვის სათადარიგო ნაწილების შეძენა. (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა)
5. საბავშვო ბაღისათვის ატრაქციონების შეძენა მონტაჟი. (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა)

ვანთის ადმინისტრაციულ ერთეულში კახეთის ენერგო-დისტრიბუციის და თელავის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით შეიცვალა ტრანსფორმატორი, რომლის ღირებულებამ 10 000 ლარი შეადგინა.

2014-2015 წლებში ნასამხრალში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები:

1. შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია. (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა)
2. შიდა საუბნო განათების მოწყობა. (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა)
3. ადმინისტრაციული შენობის ოთახების შეკეთება. (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა)
4. სასმელი წყლის სათავე მილსადენის დამატება. (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა)
5. საუბნო გზების მოხრეშვა და სანიაღვრე არხების გაწმენდა. (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა)

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ სამივე სოფელში განთავსდა ნაგვის ბუნკერები, სპეციალური ნაგავმზიდი კი რეგულარულად ახდენს ნაგვის გატანას გულგულის ნაგავსაყრელზე. ასევე მოეწყო გარე-განათება და გასუფთავდა სტიქიური ნაგავსაყრელები.

2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი კი, ამჟამად ფორმირების ეტაპზეა და ნებისმიერ მსურველს აქვს უფლება და საშუალება პროექტის დახვეწაში და საბოლოო ვარიანტის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.
სახელფასო ფონდი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით უცვლელი რჩება და მისი გაზრდა არ იგეგმება.