2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა თელავში

საქართველოს რეგიონებში „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო. დღეს, თელავში საკრებულოს სხდომათა დარბაზში პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე – თამაზ მეჭიაური, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი – ირაკლი შიოლაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ალექსანდრე შათირიშვილი, ქალაქ თელავის მერი – პლატონ კალმახელიძე, საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე დამსწრეებმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ ისაუბრეს და საკუთარი მოსაზრებები და კითხვები საპარლამენტო კომიტეტის და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.
როგორც თამაზ მეჭიაურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „მოგახსენებთ, რომ დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა თელავში, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები. ჩვენ ვინიშნავთ ყველა მოსაზრებას და საბოლოო განხილვას მოვახდენთ სხვა კომიტეტებთან ერთად“.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის – ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით: „დღეს წარმოდგენილი იყო პროექტი „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ რომელზეც მოხდა საჯარო განხილვა, ჩვენ გვქონდა ჩვენი შენიშვნები და წინადადებები, აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ბიუჯეტში შეტანილი იქნება ახალი პრიორიტეტები და ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 100 დან 150 000 ლარამდე გაიზრდება”.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, გორში, რუსთავში, დუშეთსა და ახალციხეში გაიმართება.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საჯარო განხილვების პროექტი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით და USAID/ დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI) მხარდაჭერით ხორციელდება.



ბიუჯეტი 2016-01 ბიუჯეტი 2016-02

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: