2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

სოფლის საერთო კრება ართანაში [video]

28 მაისს, თვითმმართველი თემის სოფელ ართანაში საერთო კრება გაიმართა. კრების ინიციატორი გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილება იყო, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე წლის 17 მარტს, ართანაში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში საერთო კრების პრიორიტეტების გადახედვა შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივების გადაწყვეტილებით, მთავარ პრიორიტეტად ართანაში შიდა საუბნო გზების მოხრეშვა დასახელდა. (იხილეთ 2015 წლის 17 მარტის სოფლის კრება ართანაში).
რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ართანის ცენტრალური გზის სამ კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება მიმდინარეობს, რომელიც ჯამში 460 ათასი ლარის ღირებულებისაა. უკვე არსებული წყალგაყვანილობის თუჯის მილი კი მალფუჭებადია და ამოცვლას საჭიროებს. აქედან გამომდინარე თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” ართანისთვის გამოყოფილი თანხა, 30 ათასი ლარი დაიხარჯოს არა შიდა საუბნო გზების მოხრეშვით სამუშაოებზე, არამედ ართანის წყალგაყვანილობის მთავარი მაგისტრალის ამოცვლისთვის. სოფლის საერთო კრებაზე, რომელსაც გამგებლის წარმომადგენელი ართანის ადმინისტრაციულ ერთეულში – ბესიკ გაიპარაშვილი და ართანის მაჟორიტარი საკრებულოს დეპუტატი – სესე ჩახუტაშვილი ესწრებოდნენ, აღნიშნულ წინადადებას ადგილობრივებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
როგორც ჩვენთან საუბრისას თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – ალექსანდრე შათირიშვილმა განაცხადა: – “ართანის ცენტრალური გზა და წყალგაყვანილობის მთავარი მაგისტრალი ერთერთი პრობლემატური საკითხია ართანის მოსახლეობისთვის და იმ შემთხვევაში, თუ უკვე გამოყოფილი თანხა არ იქნება საკმარისი სამუშაოების სრულად შესასრულებლად, გამგეობა მზადაა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება მოიძიოს”.


კრება ართანაში-01 კრება ართანაში-02

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: