2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

სოფლის კრება – რუისპირი, იყალთო

17 მარტს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სოფლის საერთო კრებები რუისპირისა და იყალთო ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. საერთო კრებებს თვითმმართველი თემის გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად გამგებლის პირველი მოადგილე – დავით ნაპირელი ესწრებოდა.

რუისპირის ადმინისტრაციულ ერთეულში კრებას 54 ადამიანი, მათ შორის გამგებლის წარმომადგენელი – თემურ გიგაური დაესწრო. კრებაზე გამოიკვეთა 6 პრიორიტეტული საკითხი:

1. ახატელში ან ჩხუბიაანთ უბანში სკვერის მოწყობა – 30 ხმა;
2. საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და ინვენტარის შეძენა – 27 ხმა;
3. მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია და სასმელი წყლის მიყვანა – 23 ხმა;

4. ნაცარაანთ უბნის ასფალტიანი გზის ორმოული შეკეთება – 10 ხმა;
5. თანდილაანთ უბნის მოასფალტება – 7 ხმა;
6. შიდა საუბნო გზების მოხრეშვა – 0 ხმა;


იყალთოს ადმინისტრაციულ ერთეულში კრებას 80 ადამიანი, მათ შორის იყალთოს მაჟორიტარი დეპუტატი – ლევან მრელაშვილი და გამგებლის წარმომადგენელი – გოჩა ქააძე დაესწრო. კრებაზე გამოიკვეთა 7 პრიორიტეტული საკითხი:

1. თაღლაურში მინი-სტადიონის მოწყობა – 39 ხმა;
2. წყლის შიდა ქსელების მოწესრიგება – 33 ხმა;
3. შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და სანიაღვრეების მოწყობა – 28 ხმა;

4. საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია – 23 ხმა;
5. შიდა საუბნო გზების გარე-განათების მოწყობა – 19 ხმა;
6. სოფლის სასაფლაოს შემოღობვა – 11 ხმა;
7. სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწესრიგება – 10 ხმა;
8. დედაბრიაანთ უბანში სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაცია – 4 ხმა;

(სოფლის კრებების ჩატარების განრიგი იხილეთ აქ )


კრება რუისპირში-01 კრება იყალთოში-02

რუისპირის კრების ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:
იყალთო კრების ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: