2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

სოფლის კრება – ართანა, ფშაველი, ლეჩური, ლალისყური

მიმდინარე წლის 17 მარტს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სოფლის საერთო კრებები ართანის, ფშაველი-ლეჩურის და ლალისყურის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. საერთო კრებებს თვითმმართველი თემის გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად გამგებლის პირველი მოადგილე – დავით ნაპირელი ესწრებოდა.

ართანის ადმინისტრაციულ ერთეულში კრებას 63 ადამიანი, მათ შორის ართანის მაჟორიტარი დეპუტატი – სესე ჩახუტაშვილი და გამგებლის წარმომადგენელი – ბესიკ გაიპარაშვილი დაესწრო. კრებაზე გამოიკვეთა 4 პრიორიტეტული საკითხი:

1. შიდა საუბნო გზების მოხრეშვა – 55 ხმა;
2. საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და ინვენტარის შეძენა – 29 ხმა;
3. სპორტული დარბაზის მოწყობა – 20 ხმა;

4. შიდა სარწყავი არხის მოწესრიგება – 10 ხმა;


ფშაველში კრებას 77 ადამიანი, მათ შორის ფშაველის მაჟორიტარი დეპუტატი – ზაზა რაიბული და გამგებლის წარმომადგენელი – გელა უშარაული დაესწრო. კრებაზე გამოიკვეთა 4 პრიორიტეტული საკითხი:

1. არსებული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია – 65 ხმა;
2. არსებული სასაფლაოს შემოღობვა – 39 ხმა;
3. შიდა საუბნო გზების მოხრეშვა – 28 ხმა;

4. სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაცია – 65 ხმა;


ლეჩურში კრებას 13 ადამიანი დაესწრო. კრებაზე გამოიკვეთა 3 პრიორიტეტული საკითხი:

1. შიდა საუბნო გზების მოხრეშვა – 11 ხმა;
2. არსებული სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა – 10 ხმა;
3. სოფელში სკვერის მოწყობა – 2 ხმა;


ლალისყურის ადმინისტრაციულ ერთეულში კრებას 47 ადამიანი, მათ შორის ლალისყურის მაჟორიტარი დეპუტატი – ზაზა რაიბული და გამგებლის წარმომადგენელი – ზურაბ ოთიურიძე დაესწრო. კრებაზე გამოიკვეთა 5 პრიორიტეტული საკითხი:

1. სპორტული ინვენტრის შეძენა – 28 ხმა;
2. არსებული კულტურის სახლისთვის სახურავის გადახურვა – 23 ხმა;
3. საბავშვო ბაღისთვის ტერიტორიის შეძენა (გამოსყიდვა) – 22 ხმა;

4. ბიბლიოთეკისთვის სარემონტო სამუშაოების ჩატარება – 17 ხმა;
5. არსებული სპორტული მოედნის შემოღობვა – 4 ხმა;

(სოფლის კრებების ჩატარების განრიგი იხილეთ აქ )


კრება ართანაში-01 კრება ფშაველში-02
კრება ლეჩურში-03 კრება ლალისყურში-04

ართანის კრების ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:
ფშაველის კრების ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:
ლეჩურის კრების ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:
ლალისყურის კრების ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: