2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

სოფლის კრება – ნაფარეული, ლაფანყური, სანიორე, ჯუღაანი

16 მარტს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრა ნაფარეულის, ლაფანყურის და სანიორე – ჯუღაანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. საერთო კრებებს თვითმმართველი თემის გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად გამგებლის პირველი მოადგილე – დავით ნაპირელი ესწრებოდა.

ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში კრებას 46 ადამიანი, მათ შორის ნაფარეულის მაჟორიტარი დეპუტატი – მაია ნაცვლიშვილი და გამგებლის წარმომადგენელი – ზურაბ ქართლელიშვილი დაესწრო. კრებაზე გამოიკვეთა 5 პრიორიტეტული საკითხი:

1. არსებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია – 36 ხმა;
2. არსებული საქლორატოროს რეაბილიტაცია – 29 ხმა;
3. შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და სანიაღვრეების მოწყობა – 28 ხმა;

4. სხვადასხვა უბნებში სკვერების მოწყობა ბავშვებისთვის – 19 ხმა;
5. არსებული სპორტ-დარბაზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება – 10 ხმა;


ლაფანყურის ადმინისტრაციულ ერთეულში კრებას 38 ადამიანი, მათ შორის ლაფანყურის მაჟორიტარი დეპუტატი – მაია ნაცვლიშვილი და გამგებლის წარმომადგენელი – მორის პარკინაშვილი დაესწრო. კრებაზე გამოიკვეთა 4 პრიორიტეტული საკითხი:

1. არსებული ტექნიკის (“ბელარუსის” ტიპის ტრაქტორი) სათადარიგო ნაწილების შეძენა – 34 ხმა;
2. არსებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია – 29 ხმა;
3. შიდა საუბნო გზების მოხრეშვა – 27 ხმა;

4. შიდა საუბნო გზების გარე-განათების მოწყობა – 22 ხმა;


სანიორეს ადმინისტრაციულ ერთეულში კრებას 30 ადამიანი, მათ შორის ნაფარეულის მაჟორიტარი დეპუტატი – გიორგი აივაზაშვილი და გამგებლის წარმომადგენელი – რამინ მელიქიშვილი დაესწრო. კრებაზე გამოიკვეთა 5 პრიორიტეტული საკითხი:

1. სოფელში არსებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია – 23 ხმა;
2. შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და სანიაღვრეების მოწყობა – 15 ხმა;
3. სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია – 13 ხმა;

4. სოფელში სკვერის მოწყობა – 12 ხმა;
5. სავარგულებთან მისასვლელი გზების მოხრეშვა – 0 ხმა;


ჯუღაანში კრებას 26 ადამიანი დაესწრო. კრებაზე გამოიკვეთა 3 პრიორიტეტული საკითხი:

1. შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და არსებული სანიაღვრეების გაწმენდა – 16 ხმა;
2. სოფელში არსებული სკვერის რეაბილიტაცია – 12 ხმა;
3. სარწყავი არხის მოწყობა – 4 ხმა;

(სოფლის კრებების ჩატარების განრიგი იხილეთ აქ )


კრება ნაფარეულში-01 კრება ლაფანყურში-02
კრება სანიორეში-03 კრება ჯუღაანში-04

ნაფარეულის კრების ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:
ლაფანყურის კრების ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:
სანიორეს კრების ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:
ჯუღაანის კრების ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: