2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

სოფლის კრება – თეთრიწყლები, ყარაჯალა, გულგულა

მიმდინარე წლის 14 მარტს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრა თეთრიწყლების, ყარაჯალისა და გულგულის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. კრებას ასევე ესწრებოდნენ თვითმმართველი თემის გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების თანამშრომლები.

თეთრიწყლების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების – თეთრიწყლების, კობაძეების, სეროდანის და პანტიანის გაერთიანებულ კრებას 28 ადამიანი, მათ შორის თეთრიწყლების მაჟორიტარი დეპუტატი – ვასილ არაბული და გამგებლის წარმომადგენელი – მინდია ქიბიშაური დაესწრო.
კრებაზე გამოკვეთილი პრიორიტეტული საკითხები:

თეთრიწყლები (10 წარმომადგენელი):
1. საქონლის სარწყულების და გეჯების მოწყობა – 10 ხმა;
2. შიდა საუბო გზების მოხრეშვა და სანიაღვრეების მოწყობა – 5 ხმა;
3. სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაცია – 3 ხმა;


სეროდანი და პანტიანი (9 წარმომადგენელი):
1.სოფელთან მისასვლელ გზაზე ღორღის დაყრა, სანიაღვრეების მოწყობა – 9 ხმა;


კობაძეები (9 წარმომადგენელი) :
1. მეწყერულ ზონაში მდებარე ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის ამოცვლა – 7 ხმა;
2. ახალი სასმელი წყლის სათავეების მოწყობა – 1 ხმა;


ყარაჯლის ადმინისტრაციულ ერთეულში კრებას 68 ადამიანი, მათ შორის ყარაჯლის მაჟორიტარი დეპუტატი – მურაზი მუსაევი და გამგებლის წარმომადგენელი – ალასკარ სარდაროვი ესწრებოდა. კრებაზე გამოიკვეთა 6 პრიორიტეტული საკითხი:

1. მინი-სტადიონის რეაბილიტაცია – 60 ხმა;
2. “ღარიბების უბანში” ჭაბურღილის მოწყობა – 51 ხმა;
3. სოფლის სასმელი წყლის რეზერვუარის გაწმენდა – 50 ხმა;

4. შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და სანიაღვრეების მოწყობა – 47 ხმა;
5. “ქვემო უბანში” ჭაბურღილის მოწყობა – 36 ხმა;
6. “აშრაფას უბანში” ჭაბურღილის მოწყობა – 27 ხმა;


გულგულის ადმინისტრაციული ერთეულში კრებას 26 ადამიანი, მათ შორის გულგულის მაჟორიტარი დეპუტატი – ტიტე დარეჯანიშვილი და გამგებლის წარმომადგენელი – ივანე ხატიაშვილი ესწრებოდა. კრებაზე გამოიკვეთა 2 პრიორიტეტული საკითხი:

1. საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და ინვენტარის შეძენა – 21 ხმა;
2. სპორტული ინვენტარის ტრენაჟორების შეძენა – 2 ხმა;

(სოფლის კრებების ჩატარების განრიგი იხილეთ აქ )


კრება ყარაჯალაში-01 კრება გულგულაში-02

თეთრიწყლების კრების ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:
ყარაჯლის კრების ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:
გულგულის კრების ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: