2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

გელა აზიკური

გელა აზიკური1

გელა აზიკური


სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი;

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 599-19-15-51
E-mail: gelazi@yahoo.com
გელა აზიკური – Curriculum Vitae (CV)

სამუშაო გამოცდილება

2014, 2 აგვისტო – დღემდე – თვითმმართველი თემი-თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
2007 წლიდან – დღემდე – ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი (ბიოლოგიის მიმართულებით);
2007–2011 წ.წ. – შ.პ.ს. “თელავის ერეკლე მეფის სახელობის გიმნაზია”, დირექტორი;
2005 წლიდან-დღემდე – კერძო რეპეტიტორი (მათემატიკა, ზოგადი უნარები);
2005-2007 წ.წ. – ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
2004-2005 წ.წ. – კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია, კახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სოციალურ დარგში;
2003-2004 წ.წ. – ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”-ს მიერ დაფინანსებული ტექნოლოგიურ გრანტზე წარდგენილი კოალიციური პროექტი – “I*EARN” პროგრამის ტექნიკური უზრუნველყოფა და განვითარება საქართველოში”, ქვეგრანტის რეგიონული კოორდინატორი;
2003-2004 წ.წ. – ფონდი “ევრაზია”-ს მიერ დაფინანსებული პროექტი “ღია სკოლა”, ავტორი და დირექტორი;
2003-2004 წ.წ. – სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის ფარგლებში ფონდების “Save the Chilldren” (გადავარჩინოთ ბავშვები) და USAID (ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტი – “განათლების სისტემის დემოკრატიზაცია და ფინანსური გამჭვირვალობა”, ქვეგრანტის კოორდინატორი;
2002-2003 წ.წ. – ფონდი “ჰორიზონტი”-ს მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტი – “კოალიცია სუფთა გარემოსათვის”, ქვეგრანტის დირექტორი;
2003-2004 წ.წ. – თელავის III საშუალო სკოლის დირექტორი;
2002-2003 წ.წ. – თელავის VI საშუალო სკოლის დირექტორი;
2002-2005 წ.წ. – საქართველოს განათლების სამინისტრო. განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტი. A3 (პედაგოგთა გადამზადებისა და სკოლის განვითარების) ქვეკომპონენტი, მწვრთნელი და სასკოლო გრანტების საექსპერტო საბჭოს წევრი;
2001-2003 წ.წ. – ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, პროგრამის – წერა და კითხვა კრიტიკული აზროვნებისთვის კახეთის რეგიონული სარესურსო ცენტრის ხელმძღვანელი;
2001-2002 წ.წ. – აღმოსავლეთ საქართველოს სათემო მობილიზაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია “მერსი ქორი”-ს მიერ დაფინანსებული პროექტი – “SOS – სკოლა-ოჯახი-საზოგადოება”, ავტორი და დირექტორი;
2000-2003 წ.წ. – პროგრამა I*EARN (საერთაშორისო განათლებისა და რესურსების ქსელი), კახეთის რეგიონული კოორდინატორი;
1999-2002 წ.წ. – ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული მასწავლებელი;
1999 წლიდან – კავშირის – “თელავის მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე;
1999-2000 წ.წ. – ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”-ს მიერ დაფინანსებული პროექტი
– ინტერნეტის ცენტრი “2000 წელი”, ავტორი და დირექტორი;
1999 წელი – ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”-ს მიერ დაფინანსებული პროექტი – საზაფხულო სკოლა “თელავი 99”, ავტორი და დირექტორი;
1998-1999 წ.წ. – ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”-ს მიერ დაფინანსებული პროექტი
– კომპიუტერული ცენტრი “ჯადოსნური სამყარო”, ავტორი და დირექტორი;
1998 წლიდან – კავშირის – “საგანმანათლებლო სისტემის განვითარების კახეთის რეგიონული ცენტრი”, გამგეობის თავმჯდომარე;
1996–1998 წ.წ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, თავის ტვინის მეტაბოლური უზრუნველყოფის კვლევის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი;

განათლება

1992-1995 წ.წ. – საქ. მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ასპირანტურა, თავის ტვინის მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი მექანიზმების კვლევის ლაბორატორია, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობა (წარჩინებით);
1984-1992 წ.წ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (წარჩინებით), ავტომატიკა- გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ბიოტექნიკური და სამედიცინო აპარატებისა და სისტემების სპეციალობა;
1974-1984 წ.წ. – ქ. თელავის #1 საშუალო სკოლა;