2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

ფშაველი – ლეჩური

ფშაველი – ლეჩურის ადმინისტრაციული ერთეული

ფშაველი – სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 460 მეტრზე, თელავიდან 35 კილომეტრზე, მდინარე სტორის ნაპირზე.
ფშაველი და ლეჩური წარმოადგენს ერთ ადმინისტრაცილ ერთეულს, მოსახლეობის საერთო რაოდენობა 2243 მცხოვრებია.
ერთ-ერთი ვერსიით ფშაველს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ ფშავლებს ამ ტერიტორიაზე ჰქონდათ სახატე ზვრები, რაც უტყუარი ჭეშმარიტებაა. ამჟამად ჯერ კიდევ არიან სოფელში მცხოვრები მოხუცი ადამიანები, ვისაც კარგად ახსოვთ ფშაველების ნავენახარი ადგილები, მათ ვენახები ჰქონდათ დღევანდელი ადმინისტრაციული შენობის, ამბულატორიისა და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება XVIII საუკუნეში. სახელწოდება მიიღო ფშაველი მოახალშენეებისგან. სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილ ეკლესიათა ნანგრევები ადასტურებენ, რომ ფშაველი გაცილებით უფრო ძველი სოფელია.
ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან არსანიშნავია XVIII საუკუნის ციხესიმაგრე. სოფლის მახლობლად დგას ადრინდელი შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული კომპლექსი – “კოხტა ღვთისმშობელი”, რომელშიც შედის გალავანი, ღვთიმშობლის ეკლესია, შედარებით მცირე მეორე ეკლესია, სასახლე და სამეურნეო დანიშნულების სხვა ნაგებობები.
სოფელი მდიდარია ისტორიული ძეგელებით: წყაროსთავის წმინდა გიორგის ეკლესია, კოხტა ღვთისმშობლის კომპლექსი, წმინდა ევსტატეს ეკლესია, ტალის ციხე, იოანე მახარობლის ეკლესია, ზვარელის წმინდა გიორგის ეკლესია.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

ვალერი აბრამიშვილი

ვალერი აბრამიშვილი 1

ტელ: 570-70-93-04
მობ: 551-59-98-25
E-mail: fshaveli.telavi@gmail.com

სპეციალისტები
  • ბესიკ ჩაველაშვილი – მობ: 555-19-89-82
  • თამარ ხმიადაშვილი – მობ: 571-51-62-63


გადიდებული რუკის ნახვა