2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

ართანა

ართანის ადმინისტრაციული ერთეული

1. თელავის მუნიციპალიტეტიდან 26 კმ-ის დაშორებით კავკასიონის მთის კალთების სამხრეთით მდებარეობს სოფ. ართანა, რომელსაც აღმოსავლეთის მხრიდან ჩამოუდის მდინარე დიდხევი თვალწარმტაცი ხეობით. სოფელი დასახლებულია უხსოვარი დროიდან.
ამბობენ, რომ მე-17 საუკუნემდე სოფელს ერქვა იულთა,რომელიც მდებარეობდა დღევანდელი დასახლებიდან 2-3 კმ-ით დასავლეთის მხარეს, მის ტერიტორიაზ აღმოჩენილია რომაული მონეტები და სხვადასხვა ნივთები.გადმოცემით დღევანდელი სახელწოდება ,,ართანა” წარმოიქმნა, ლეკიანობის დროს ერთ-ერთი ტყვის ხვეწნა-მუდარიდან “არ წამიყვანი თანა”-ო.
სოფლის ტერიტორიაზე არსებობს 24-მდე ისტორიული ძეგლი,რომელთაგან უმრავლესობა ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. ამბობენ, რომ “ციხიანებად” წოდებულ ტერიტორიებზე არსებული ციხე-კოშკების ნანგრევები წარმოადგენდა ერთ-ერთი კახეთის მეფის ბრძოლის ველებისათვის სათვალთვალო კოშკს.
როგორც ამბობენ სალოცავების უდიდესი ნაწილი აგებულია შუა საუკუნეებში, ამათგან ერთი (სოფლის სასაფლაოზე აშენებული “სამება”) VI-VII საუკუნეებში.

2. სოფლის ცენტრში განთავსებულია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.

3. სოფლის თავში კავკასიონის ერთ-ერთ კალთაზე აგებულია წმ. გიორგის სახ. უკარებო ეკლესია. გადმოცემით ეს ეკლესია უკავშირდებოდა ალავერდისა და ნეკრესის ტაძრებს.

4. აგებულია ე.წ. სიმაანთ ღვთისმშობლის ეკლესია.

5. “ციხიანების” ტერიტორიაზეც აგებულია ღვთისმშობლის სახ.ეკლესია.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

ბესიკ გაიპარაშვილი

ბესო გაიპარაშვილი

ტელ: 0350-23-35-08
მობ: 599-41-61-75
E-mail: artana.telavi@gmail.com

სპეციალისტები
  • ლალი ლომიაშვილი – მობ: 595-92-06-53


გადიდებული რუკის ნახვა