2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

სანიორე – ჯუღაანი

სანიორე – ჯუღაანის ადმინისტრაციული ერთეული

სანიორე
სოფელი სანიორე მდებარეობს ალაზნის ვაკეზე. მდინარე ლოპოტის მარჯვენა სანაპიროზე, ყვარელი – ახმეტის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 420 მ. დღეის მონაცემებით სოფელში დაახლოებით 1400-მდე მაცხოვრებელია. სოფელს აქვს კულტურის სახლი, რომელიც 1950 წლით თარიღდება. ასევე არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ამბულატორია. სოფელში ორი ეკლესიაა. ერთს დასრულებული სახე აქვს, ხოლო მეორე ეკლესიაზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული ეკლესიების აგების თარიღი უცნობია.

ჯუღაანი
სოფელი ჯუღაანი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ მხარეს, ყვარელი – ახმეტის საავტომობილო გზაზე, თელავის მუნიციპალიტეტის სანიორე-ჟუღაანის ტერიტორიული მართვის ორგანოს დაქვემდებარებაში.
მდებარეობს მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროზე.
ჯუღაანს, როგორც სოფელს საფუძველი ჩაეყარა 1907 წლის გაზაფხულზე, შიდა ქართლიდან ემიგრირებული მოსახლიეობის მიერ. სოფლის მკვიდრთა უმრავლესობას წლების განმავლობაში შეადგენდა ეროვნებით ოსი მოსახლეობა.
სოფლის სახელწოდების საფუძველს წარმოადგენს გვარი ჯუღაშვილი
სოფელი ჯუღაანი ზღვის დონიდან მდებარეობს 430 მ. სიმაღლეზე. 2013 წლის მდგომარეობით სოფელში ცხოვრობს 221 ადამიანი, აქედან #31 საუბნო-საარჩევნო უბანში რეგისტრირებულია 115 ამომრჩეველი.
ჯუღაანში არ არის კულტურის სახლი, საჯარო სკოლა და საბავშო ბაღი.
სოფლის ტერიტორიაზე განთავსებულია ორი მცირე ზომის ეკლესია. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია აშენდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე 1978 წელს.
მეორე ეკლესია,რომელიც სოფლის განაპირას მდებარეობს სოფლის მოსახლეობის ინიციატივითა და კერძო შემოწირულობების საფუძველზე აშენდა 1996 წელს.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

რამინ მელიქიშვილი

რამინ მელიქიშვილი

ტელ: 0350-23-35-05
მობ: 599-85-77-52
E-mail: saniore.telavi@gmail.com

სპეციალისტები
  • ვერიკო მელიქიშვილი – მობ: 595-515-736
  • ნელი ქოჩიშვილი – მობ: 593-31-75-72


გადიდებული რუკის ნახვა