2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

ლაფანყური

ლაფანყურის ადმინისტრაციული ერთეული

თელავიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით, კავკასიონის კალთების ძირში, მდინარე ლოპოტის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს სოფელი ლაფანყური. სოფელი თითქმის ოთხივე მხრიდან გარსშემორტყმულია სხვადასხვა სიმაღლის მთებითა და გორებით. მხოლოდ დასავლეთის მხარეს გაურღვევია მთათა რკალი სწარაფსა და დაუდეგარ ლოპოტას.

მდინარის ორივე სანაპირო ჭალა, ბორცვები და ფერდობები მეოცე საუკუნის დასაწყისში გაუვალი ტყით ყოფილა დაფარული. უხვად მოიპოვება უძველესი და უტყუარი ნაშთები იმისა, რომ ლოპოტის ხეობაში, თითქმის ალპურ ზონამდე, შორეულ წარსულში ხალხი ცხოვრობდა. სოფლის სიღრმეში, სოფლიდან 20–25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ადგილები, რომელთა სახელები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ოდესღაც ისინი დასახლებული პუნქტები ყოფილა და არა უბრალო გეოგრაფიული ადგილები:სასანთლე, მუხაციხე, ნაკალოვარი, ჩხინკური, გონჯახევი, ნამარნევის გორი, ტორნისი, ჭურისხევი.

ზემოთ ჩამოთვლილი ადგილები დაფარულია ეკლესიათა და ციხეთა ნანგრვებით, ნასოფლარებით, ქვითკირებით, სასაფლაოებით.
არქეოლოგებმა დღემდე რატომღაც ვერ მოიცალეს ლოპოტის ხეობის შესასწავლად. მაშინ მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფად არ მოგვეჩვენებოდა სოფლის უხუცესთა მეხსიერებამდე მოღწეული ცნობა იმის შესახებ, რომ მჭიდროდ დასახლებული და ძლიერ გამაგრებული ლოპოტის ხეობიდან გამოსული ჯარი მრისხანებითა და მრავალრიცხოვნებით გამოირჩეოდა. აქ სამი დაბაც ყოფილა: ჩხინკური, მუხაციხე და ნოსორნა. ეს უკანასკნელი მოხსენიებული აქვს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილსაც. პატივცემული ისტორიკოსის ცნობით ერთ მომენტში ვახტანგ გორგასალს თავისი ვაჟი დაჩი დაბა ნოსორნაში გაუხიზნავს ლოპოტის ხეობაში. ცხადია, სუსტ და მტრისათვის ადვილად მისაწვდომ ადგილებში მეფეები ოჯახის წევრებს არ გახიზნავდნენ.

მაგრამ ეს ყველაფერი შორეული ისტორიაა, ძალზე შორეული და ბურუსით მოცული. ამჟამად ამ ხეობაში მხოლოდ ერთი სოფელია.
ეს სოფელი ხვთისო ჩაქიაშვილს და ლეგა ნარუსლიშვილს დაუსახლებია. მოსწონოებიათ ეს ადგილი და გადაუწყვეტიათ ამ ადგილის ყიდვა მუდმივ საცხოვრებლად.ამასთან ერთად ლეგა ნარუსლიშვილს ერთი მნიშვნელოვანი საქმეც გაუკეთებია ნადირობის დროს უნახია თეთრი ქვა რომლის მსგავსიც მანამდე მის თვალებს არ ენახა რამდენიმე ხანში მთელმა ქვეყანამ გაიგო თეთრი ქვის არსებობის შესახებ რომელიც მარმარილო აღმოჩნდა.

როგორც შემდგომ გამოკვლევებმა ნათელყვეს ლოპოტის მარმარილო თავისი თვისებებით უნიკალურია, ხოლო საბადოს მარაგი თითქმის ულევი, ლოპოტის მარმარილოს ფილებით არის მოპირკეთებული მოსკოვში მეტროპოლიტენის სადგურები და ხელოვნების სხვა შესანიშნავი ნიმუშემბი ყოფილ საბჭოთა კავშირში.

მოკლედ თვით სოფლის სახელის შესახებ: ლაფანყური – ამ ტოპონიმის შინაარსობრივი ანალიზი ამგვარად შეიძლება: ლაფნიანი ყურე–ლაფნიან ყურე–ლაფანყურე – ლაფანყური. ლაფანი ხე–მცენარის სახელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ლაფანი ლოპოტის ხეობაზე და მთელ იმ ახლომახლო ადგილებში მხოლოდ თანამედროვე სოფლის მიდამოებში გვხვდება, მაშინ ტოპონიმის ეს ვარიანტი ყველაზე სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ.

სოფელის ისტორია 110 წელიწადს ითვლის. სოფელში ამჟამად ცხოვრობს 350 კომლი. თითქმის უკლებლივ ყველა ოჯახი ივრის ან არაგვის აუზში მდებარე ფშაური სოფლებიდან არის ჩამოსახლებული. მხოლოდ რამდენიმე ოჯახია ხევსურებისა და მთიულებისა. სოფელში არის : საშუალო სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

მორის პარკინაშვილი

მორის პარკინაშვილი

ტელ: 0350-23-35-10
მობ: 599-85-77-57
E-mail: lafanyuri.telavi@gmail.com

სპეციალისტები
  • ქეთევან ამონაშვილი – მობ: 598-50-77-82
  • ნუგზარი თანდილაშვილი – მობ: 595-21-09-29


გადიდებული რუკის ნახვა