2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

ნაფარეული

ნაფარეულის ადმინისტრაციული ერთეული

ნაფარეული – ტერიტორიული ერთეული თელავის მუნიციპალიტეტში, ქალაქ თელავიდან მდებარეობს 25კმ-ში. სოფელი მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ლოპოტის მარცხენა ნაპირას, კავკასიის მთების ძირში, გეოგრაფიული განედის 42,5* და გრძნედის 45,30* ზე. აღმოსავლეთით სოფელს ესაზღვრება ყვარლის რაიონი, დასავლეთით საზღვარი გასდევს მდინარე ლოპოტას, ჩრთილოეთით ესაზღვრება სოფელი ლაფანყური და კავკასიონის მთები, სამხრეთით მდინარე ალაზანი. ნაფარეული ზღვის დონიდან 420 მეტრზე მდებარეობს.
მოსახლეობის რაოდენობა – 856 კომლი , 2760 მოსახლე.
ამომრჩეველთა რაოდენობა – 2016 ამომრჩეველი.

სოფელს გააჩნია 1151 ჰა სახნავ-სათესი მიწა, 84 ჰა ტყე-ბუჩქნარი.
ტერმინი „ნაფარეული“ ერთ-ერთი ვერსიით წარმოშობილი უნდა იყოს ლეკთა თარეშის პერიოდში. ხალხი ლოპოტის სანაპიროზე იყო დასახლებული, მტრის შემოსევების დროს ისინი ვიწრო ხეობებს აფარებდნენ თავს, თავის შეფარებამ და ნაფარმა ადგილმა „ნაფარეულის“ სახელწოდება მიიღო.
სოფელში უამრავი ტოპონინია, აქ შეხვდებით დედა მარიამის გორას, „ოცდასამ აპრილის გორას“, „კოპალის გორას“, „სამების გორას“, „უდაბნოს გორას“, „დევის ნაფეხურს“ და სხვა.

მდინარე ლოპიტის სათავეში მოიპოვება თეთრი მარმარილოს საბადოები, ამ მარმარილოთი მოპირკეთებულია ლენინგრადის და ვარშავის მეტროების დიდი ნაწილი.
ნაფარეულს გააჩნია კეძო საბავშვო ბაღი და საუკეთესო ბიბლიოთეკა.

სოფელში შემორჩენილია 8 ეკლესია: წმინდა გიორგის სახელობის, დედა მარიამის, სამების, გმირ კოპალის, იოანე ნათლისმცემლის, ხატიაანთი, წმინდა კვირიკეს და ხვთისმშობლის სახელობის.

სოფელ ნაფარეულში, საშუალო სკოლის შენობასთან ახლოს, დგას ძველი, დარბაზული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომლის აგების თარიღი დადგენილი არ არის. ნაგებობის მახასათებელია ხშირი გვერდითი პილასტრები, რომლებზეც გადაყვანილია თაღი-კამარა. კამარა ბოლოვდება წესიერი ნახევარწრიული კონქითა და აბსიდით. კედლები ხშირი სარკმლებით არის დანაწევრებული.
ეკლესიის გარე პერიმეტრი წარმოადგენს ოთხწახნაგოვან ნაგებობას ორფერდა გადახურვით და მცირე სამრეკლოთი დასავლეთ ნაწილში.
კედლები ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ამჟამად ეკლესია შელესილია.

ლოპოტის ხეობაში, ლოპოტის ტბის მარჯვენა ნაპირზე დგას წმინდა გიორგის სახელზე აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის აგების თარიღი დადგენილი არ არის. ნაგებობა საკმაოდ ვიწრო და წაგრძელებული ფორმისაა. მაღალი კამარა კონქიანად არის ჩამოშლილი. შიდა სივრცე თავისუფალია, დანაწევრების გარეშე. აქცენტირებულია მხოლოდ აბსიდი, ისიც ერთსაფეხურიანი შვერილით. ჩრდილოეთის კედელში დატანებული გასასვლელიდან გავდივართ უაბსიდო სათავსოში, რომელსაც ნაგებობის ნახევარი უჭირავს. სამშენებლო მასალა შერეულია, გამოყენებულია როგორც აგური, ასევე ნატეხი და თლილი ქვა. ეკლესიას აშკარად ემჩნევა ხშირ გადაკეთებათა კვალი.

ლოპოტის ტბის აღმოსავლეთით, მდინარე ლოპოტის მარცხენა ნაპირას აღმართულ მთაზე დგას განვითარებული შუასაუკუნეების ხანის მცირე ზომის ორსართულიანი კოშკისებური ნაგებობა, რომლის პირველი სართული ფორმით ეკლესიას წააგავს. ადგილობრივი მოსახლეობა მას სამლოცველოდ იყენებს. მეორე სართულის ფუნქცია გაურკვეველია. სავარაუდოდ, სათვალთვალო უნდა ყოფილიყო. შენობა ნაგებია ადგილობრივი უხეში ნატეხი ქვითა და კირ-ხსნარით.

წმინდა მარიამის სახელზე მოქმედი სამლოცველო მცირე სენაკს წააგავს ვიდრე ეკლესიას და ნაგებია უსწორმასწორო ნატეხი ქვებით. სამლოცველოს ერთი შესასვლელი აქვს – დასავლეთის მხრიდან, არ გააჩნია სარკმლები და აბსიდი. როგორც ჩანს, ნაგებობა სამეურნეო დანიშნულებისა იყო. იქვე მოჩანს ძველი ეკლესიის ნანგრევთა მცირე ფრაგმენტები, რომელთა მიხედვით შენობის ტიპში გარკვევა გართულებულია. სავარაუდოდ, ძეგლი XVIII საუკუნეში უნდა იყოს აგებული.

სამების ეკლესია, დიდი კლდის სახელით ცნობილი ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა. აგების თარიღი დადგენილი არ არის. ეკლესია ნაგებია შერეული ტექნიკით – მსხვილი და მომცრო ზომების ლოდებით, ნატეხი არასწორხაზოვანი ქვებითა და ფიქალის სწორი წყობით. შესასვლელი ერთი აქვს – დასავლეთის მხრიდან, რომლის მარცხენა მხარეს ლაპიდარული წარწერაა, იქვეა მცირე ჯვრის ამონაკაწრი და უსწორმასწორო რელიეფური ქვა.
შიდა სივრცე მყუდრო და ვიწრო ზომის მართკუთხედია, რომელიც უსწორმასწორო აბსიდითა და კონქით არის გამოყვანილი.

ნაფარეულის ცენტრში მდებარეობს ძველი ქართული ციხე გალავანი ოთხი ბურჯით, რომელიც ლეკიანობის დასაცავად აუშენებია ერეკლე მეორეს. ამბობენ, რომ ოთხივე ბურჯს მიწისქვეშა გვირაბები აერთიანებს. გალავნის შიგნით დღეს თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაა აშენებული.

დღეს ნაფარეულში ფუნქციონირებს ღვინის მინი ქარხანა „შპს მარანი”, სადაც მზადდება საუკეთესო ხარისხის ღვინოები.
მინი ქარხანა ნაფარეულის ჩრთილოეთ ნაწილში სამების გორის გადმოსწვრივ.
ნაფარეულში შეგიძლიათ ნახოთ ყველაზე დიდი ზომის „ქვევრი“ თუ ესტუმრებით „ტყუპების ძველ საღვინე სახლს“.

აღწერილობა
სასტუმროს დიზაინი შესრულებულია ძველი ქართული ტრადიციების მიხედვით. თან ახლავს ღვინის უზარმაზარი მარანი. აქ შეგიძლიათ დააკვირდეთ ძველი ქართული ტრადიციებით ღვინის დაყენების პროცედურებს.
“ტყუპების ძველ მარანში”, ქვევრებში, კახური წესით, საგვარეულო ტრადიციების გათვალისწინებით ნაფარეულის ზონაში მოკრეფილი რქაწითელის, კახური მწვანის, საფერავისა და კაბერნეს ჯიშის ყურძნებისაგან ყენდება თეთრი და წითელი ღვინოები.
მდებარეობა
სასტუმრო მდებარეობს სოფელ ნაფარეულში. მისი ნომრებიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი კავკასიონზე.
მომსახურება
ყველა ვიზიტორს ვთავაზობთ, ღვინის ტურს, ღვინის დაგემოვნებას, რთველში მონაწილეობის მიღებას, პურის ცხობას და ჩურჩხელის დამზადებას.

სოფელ ნაფარეულის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში „23 აპრილის გორის“ გადასწვრივ მდებარეობს დასასვენებელი კომპლექსი “სასტუმრო ლოპოტა”
ეს ადგილი მათთვისაა, ვისაც სურს საუკეთესოდ და კომფორტულად დაისვენოს.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

გიორგი ჯიქურიშვილი

გიორგი ჯიქურიშვილი 1

ტელ: 570-70-93-12
მობ: 551-59-98-27
E-mail: nafareuli.telavi@gmail.com

სპეციალისტები
  • ლია ნათათრიშვილი – მობ: 551-10-94-62
  • ნინო ბაინდურაშვილი – მობ: 577-62-62-09


გადიდებული რუკის ნახვა