2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

რუისპირი

რუისპირის ადმინისტრაციული ერთეული

რუისპირის ტერიტორიული ორგანო მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან 7 კილომეტრში.
სოფელი გადაშლილია 3 050 კვ/მ ფართობზე და ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მეორე სოფელია მუნიციპალიტეტში.
მიწის ნაკვეთები მოიცავს 1 700 ჰა-ს, რომელშიც, ძირითადად ვენახი, ხეხილი და ერთწლიანი კულტურებია განთავსებული. მევენახეობა მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა. სოფელში ცხოვრობს 1 310 კომლი და 3 200 მაცხოვრებელი. აქედან 2100 ამომრჩეველია.
სოფლის ქვემოთ, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზანი მოედინება, რომლის საშუალებითაც სოფელს საირიგაციო სარწყავი არხის მეშვეობით შეუძლია მიწის ნაკვეთების მორწყვა. სოფელი მდიდარია ძველი ისტორიული და სასულიერო ძეგლებით. სოფლის თავში მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი “შიოს მარანი“, საიდანაც ალაზის ველის შთამბეჭდავი ხედი იშლება.

აქედან აღსანიშნავია ახატლის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. ძეგლის აგების თარიღი დადგენილი არ არის. საკმაოდ მოცულობითი ზომის კარგად შეკრული ნაგებობა წარმოადგენს ოდნავ წაგრძელებულ მართკუთხედს, რომელიც ნაგებია რიყის ქვით და აგურით.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში დატანებულია თითო-თითო სარკმელი, ხოლო ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში სამ-სამი, რისი წყალობითაც შიდა სივრცე კარგად არის განათებული.

რუისპირის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე იყო მოქმედი. ალავერდის ეპარქიის მე-18 საუკუნის ტაძარი მე-20 საუკუნეში დაინგრა და განადგურდა მონასტრის ეზო, ბაღი და სახლი.
2008 წელს დაიწყო ეკლესიის განახლება და ის აღადგინა ქველმოქმედმა დავით სეხნიაშვილმა.
ძეგლი გვიანფეოდალურ ხანაშია აგებული. რამდენიმე ხნის წინ დანგრეული ეკლესიის ფუნდამენტზე და ძველი კედლების გამოყენებით ახალი ნაგებობა აშენდა, აღდგენილ იქნა სახურავი და რაც მთავარია ძეგლს შეუნარჩუნდა გარე პერიმეტრები.
ტაძრის, სამრეკლოს და სახლის პროექტი ეკუთვნის ალავერდის ეპარქიის არქიტექტორ კონსტანტინე პაპალაშვილს. ტაძარში ახალი შუამთის მონასტრიდან მობრძანდა ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, ნიშნად წმინდა ნიკოლოზის ტაძრის შუამთის მონასტერთან ისტორიული კავშირისა.
ამ ტაძრისთვის საგანგებოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დაიწერა წმინდა ნიკოლოზის ხატი. ხატი შექმნილია იტალიის ქალაქ ბარის წმინდა ნიკოლოზის ხატის მიხედვით, რომელიც მე-14 საუკუნეში სერბეთის მეფის სტეფანე მესამე უროშის დაკვეთით დაიწერა. მოოქროვილი ვერცხლის პერანგი და ტიხრული მინანქრის მედალიონები დავით კაკაბაძის ნაკეთობაა. ამ დროისატვის დასრულებულია ტაძრის მოხატვა, მოძღვრის სახლის მშენებლობა და მარანი, სადაც ღვინო ტრადიციული მეთოდით დამზადდება. ტაძრის შიდა მოხატულობაზე მუშაობდნენ მხატვრები: ვაჟა სვიმონიშვილი და თეიმურაზ ყაზახაშვილი.
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია 2011 წლის 19 დეკემბერს აკურთხა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

თემურ გიგაური

თემურ გიგაური

ტელ: 0350-23-35-13
მობ: 599-85-77-56
E-mail: ruispiri.telavi@gmail.com

სპეციალისტები
  • ინგა პაპუნაშვილი – მობ: 599-15-85-66
  • ალექსი კუკუნაშვილი – მობ: 599-70-78-11


გადიდებული რუკის ნახვა