2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

ვარდისუბანი

ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეული

ვარდისუბნის ტერიტორიული ორგანო თელავის დასავლეთით მდებარეობს, რომელსაც ჩამოუდის მდინარე თურდო. ცივ-გომბორის კალთებზე შეფენილი სოფელი, მდიდარია ბუნებრივი გარემო პირობებითა და კულტურული ძეგლებით, რომელთა რიცხვი 30-ს აღემატება.

სოფლის ხნიერი ხალხის გადმოცემით, რომლებიც იმოწმებენ თავის წინაპრებს, სოფელ ვარდისუბნის მკვიდრ მოსახლეობას უცხოვრია დღევანდელი ვარდისუბნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ძველი ეკლესიის – ნატკორას მიდამოებში. ახლა ამ ეკლესიის ნანგრევებიღაა შემორჩენილი. მხოლოდ, სოფლის მაცხოვრებლები თუ მიდიან-ხოლმე შესაწირად და სალოცავად.
გასულ წლებში, ამ ეკლესიის მიდამოებში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, სადაც, არა ერთი საინტერესო მასალა იქნა აღმოჩენილი. ნატკორას მიდამოებში ნაპოვნია ოქროს მონეტები.
მონღოლებისა და შაჰ-აბასის შემოსევებისათვის ვერ გაუძვლია მოსახლეობას და ტყისთვის შეუფარებია თავი, ხოლო შემდეგ კი ნატკორის ზემოთ დასახლებულა.
ხნიერი ხალხის აზრით, ნატკორას ეკლესიაში დაკრძალულია დიმიტრი თავდადებული.

ლეგენდის მიხედვით, ამ სოფელს ”იკარო” რქმევია. სოფელზე ჩამოუვლია თამარ მეფეს, ხალხს მისთვის ვარდები ფერხთით ხალიჩასავით გაუფენიათ. აღფრთოვანებულა თამარი იკაროელების ორიგინალური დახვედრით “რა ჰქვია ამ სოფელსო?”-უკითხავს.”იკარო”-ვო მოუხსენებიათ. ”ამ სოფელს იკარო კი არა “ვარდისუბანი” უნდა ერქვასო.” აღტაცებულა სოფლის მოსახლეობა, აუტაციათ თამარის ნათქვამი და მას მერე სოფელს ”ვარდისუბანს” უწოდებენ.
სოფლის ახლოს, დასავლეთის მხარეზე ყოფილა პატარა სოფელი ”ამზეურა”. ”ამზეურას” ტერიტორიას დღეს ნასოფლარს ეძახიან.
შაჰ-აბაზს ამ ორი სოფლიდან მოსახლეობა გაუსახლებია, მაგრამ საბედნიეროდ, გამონაკლისს ტყეში და მთაში შეუფარებია თავი.

თურმე, როცა კოლმეურნეობა სავენახეებად დიდი გუთნით ხნავდა სოფელ ”იკარო”-სა და ”ამზეურა”-ს ნასოფლარებს, მიწიდან მრავალ ქვევრებსა და ნასახლარის ქვიტკირის საძირკვლებსა ჰყრიდნენ. სავარაუდოა, რომ სოფელი ”იკარო” და ”ამზეურა” როგორც მაშინ ყოფილა განლაგებული ერთმანეთთან, დღესაც ”ვარდისუბანი” და ”მერე” სწორედ ასეა განლაგებული. რევოლუციის შემდეგ ეს ორი სოფელი ერთ სასოფლო საბჭოში გაერთიანდა და ”ვარდისუბანი” ეწოდა. აყრითა და გადასახლებით შეშინებულ ხალხს ზევით მთებისაკენ ამოუწევია და დასახლებულა თელავის დასავლეთით.

შემორჩენილია სოფელ ”იკარო”-ს უძველესი კულტურის ძეგლების ნანგრევები: კვირიკეს, დეკანაზურის, ნათლისმცემლის, სვეტიცხოველი, მთავარანგელოზის, აღდგომის, ღვთისმშობლის, სამების და სხვა. დღეს ამ ეკლესიის უმეტესობა საჭიროებს სათანადო ყურადღებას.

სოფელი მდიდარია თიხნარი ნიადაგით. ამიტომ მამაკაცები მეჭურჭლეობას მისდევდნენ. სახელგანთქმული იყო მათგან დამზადებული თონეები, ქვევრები და საერთოდ თიხის ჭურჭელი. ნაწილი მოსახლეობისა კი მესაკირეობასა და მესაქონლეობას მისდევდნენ. ვარდიუბანში დღესაც იწარმოება ყვევრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებშია გატანილი, მათ შორის სლოვაკეთში, იტალია. ვარდისუბანში აწარმოებენ აგურს, კრამიტს, გამოჰყავთ ვაზის ნამყენი, ქვევრის საწარმოებლად გამოიყენება ადგილობრივი თიხა, რომეილც მდიდარია კირით.
რაც შეეხება ქალებს, ისინი ძირითადად დაკავებული იყვნენ მატყლის დამუშავებით, ქსოვით.

აქ დაბადებულან და ბავშვობის წლები გაუტარებიათ ძმებს ჩხეიძეებს, რომლებიც ქართულ ლიტერატურაში თურდოსპირელით და ქუჩიშვილით არიან ცნობილები.
დავით ჩხეიძემ (თურდოსპირელმა) ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ნოე ჟორდანიასთან და რამიშვილთან ერთად. იგი იმ დროს პარლამენტის წევრი იყო. გიორგი ქუჩიშვილის შვილიშვილია – რეჟისორი თემურ ჩხეიძე.
ვარდისუბანში დაბადებულა და გაზრდილა ნინო ქურციკაშვილი-სალია. ეს ის ნინო ქურციკაშვილია, რომელმაც საზღვარგარეთ გაიტანა სოფლის სახელი. ნინო ახალგაზრდა წასულა ფრონტზე, საიდანაც მოხვედრილა საზღვარგარეთ. ბედს მისთვის სამშობლოდან მოშორება ურგუნებია. იგი შეხვედრილა იქ კალისტრატე სალიას, რომლისთვისაც დაუკავშირებია თავისი ბედი და დასახლებულან საფრანგეთში. ცოლ-ქმარი სალიები ეწეოდნენ საქართველოსათვის ერთობ მნიშვნელოვან მოღვაწეობას. მათ გამოსცეს ჟურნალი ”ბედი ქართლისა.” სამშობლოსაგან მოწყვეტილნი გაზეთებითღა სულდგმულობდნენ, რომელსაც საზრდოდ აწვდიდა ქართველი ინტელიგენცია.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

ალექსი ფარეშიშვილი

ტელ: 0350-27-17-22
მობ: 591-27-45-56
E-mail: vardisubani.telavi@gmail.com

სპეციალისტები
  • ნათია ყარაულაშვილი – მობ: 577-44-11-84
  • გელა გოგობერიშვილი – მობ: 599-18-19-57
  • ხათუნა ჯაშიაშვილი-გულიაშვილი – მობ: 595-92-05-44


გადიდებული რუკის ნახვა