2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

გულგულა

გულგულის ადმინისტრაციული ერთეული

გულგულის ტერიტორიული ორგანო – აღმოსავლეთ საქართველოში-კახეთში ბევრი სახელოვანი ისტორიული სოფელია. თავისი წარსულით გამოირჩევა სოფელი გულგულაც.- თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი, სადაც უძველესი დროიდან გამრჯე და ძლიერი ხალხი ცხოვრობდა, რომელმაც ბრძოლაც კარგი იცოდა, შრომაც და სიმღერაც.

დამტკიცებულია, რომ სოფელ გულგულას ადრე საუკუნეებში- “ტყეტბა“ ერქვა, ხოლო შემდეგ მოგვიანებით, მან მიიღო ახალი სახელწოდება „გულგულა“. ეს სახელი მას ადგილის თავისებურების გამო შეერქვა. „გულგულა“ იყო ბორბალოს მთიდან წამოსული მთაგრეხილის ”გულისგული“ ადგილი, რომელიც მთავრდებოდა კარდენახის ხევთან, ხოლო ეს ხევი კი მას შუაზე ყოფს.

ბუნებრივმა უბედურებამ- ღვარცოფმა გაანადგურა ძველი გულგულა და დასახლება ორად გაყო- დიდ და პატარა ნაქალაქრად. დასტურდება რომ „გულგულას“ ერთ დროს ქალაქის სტატუსიც ჰქონია, ამაზე მიუთითებს შემორჩენილი „ნაქალაქარი“.
სტიქიური უბედურებების შემდეგ გულგულელები ძველი შუამთის მიდამოებსი გადასახლდნენ. ისინი იყვნენ თავისუფალი გლეხები. XVI საუკუნეში ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსის დასრულებასთან დაკავშირებით, კახეთის მეფე ლევანმა „გულგულა“ თავისი მამულებით მონასტერს შესწირა. როცა შუამთის მიდამოები ვეღარ უზრუნველყოფდნენ მაღალი შემოსავლებით ვერც მონასტერს და თვითონ მოსახლეობასაც კი, გულგულელმა ხალხმა გადაწყვიტა ალაზნის ველზე ჩამოახლება, სადაც სოფელი დღესაც აგრძელებს არსებობას.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

ივანე ხატიაშვილი

ივანე ხატიაშვილი

ტელ: 0350-23-35-01
მობ: 599-85-77-62
E-mail: gulgula.telavi@gmail.com

სპეციალისტები
  • ელენე ჩაველაშვილი – მობ: 571-55-00-41
  • მიშა ნინიკელაშვილი – მობ: 571-07-07-11


გადიდებული რუკის ნახვა