2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

კურდღელაური

კურდღელაურის ადმინისტრაციული ერთეული

სოფელი კურდღელაური ცივ-გომბორის მთის ჩრდილოეთით ქ. თელავის ძირშია განფენილ-გაშლილი. დღეისათვის მას ვრცელი მდებარეობა უკავია, მისი ტერიტორია შეადგენს 2 800. იგი მოსახლეობის რაოდენობით ერთ-ერთი დიდია თელავში. სოფელში ამჟამად 1486 კომლია, მოსახლეობა: 4 917, ამომრჩეველი: 2880.
კურდღელაურის წარმომავლობის თაობაზე შემორჩენილია საინტერესო განმარტება: სოფელი ადრე უფრო სამხრეთით, დაბლა ალაზნის მახლობლად ყოფილა განლაგებული, თუმცა მტერთა შემოსევების გამო ამოსულან უფრო ზევით, ჩრდილოეთით, თელავთან ახლოს, სადაც უამრავი კურდღელი ბუდობდა. აქ დასახლებულთათვის დაურქმევიათ კურდღელაურელები, სოფლისათვის კი კურდღელაური.
დრომ შემოინახა ამ სოფლის პირველი სახელი “ბოხვერაული” ან “ფოხვერაული”, რომლის ისტორიის თაობაზე ხალხში შემორჩენილია რამდენიმე თქმულება: ერთის მიხედვით როგორც ავღნიშნეთ ალაზნის სანაპიროსა და სოფლის ირგვლივ სანახეებში უამრავი კურდღელი ყოფილა გამრავლებული; მეორენი მიანიშნებენ თითქოს სოფლის ადრინდელი, ძველი, პირველი დასახლება ქვევით, უფრო ჩრდილოეთით, უსაფრთხო, მტერთაგან ძნელად მისავალ ადგილზე, ძველის -ძველი გულგულის გადმოსწვრივ ყოფილა. მას ფოხვერაული, თუ ბოხვერაული ჰრქმევია. ეს სახელწოდება ოდნავი ცვლილებით დღესაც იხსენიება ადგილმდებარეობის, სახნავსათესი მიწების ნაწილის აღსანიშნავად. საკმაოდ ვრცელ, ნაყოფიერ მიწას ბოხვერაულს ეძახიან. ეს არის ძველთა-ძველი ნასოფლარი. ნასახლარების კვალი ამჩნევია ოდესღაც ძლიერ ნასოფლარს, რომელიც მტერთა შემოსევებისაგან დანგრეული და მოსპობილია.
ადრეულ კურდღელაურს მრავალი მოსახლე ჰყოლია. ამის დასტური უნდა იყოს რამდენიმე მოქმედი ეკლესია, თითოეულ ეკლესიას მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყოლია: კავთის ეკლესია – მრევლითა და დღესასწაულით;

ამ ეკლესიათა შემოგარენში გაშლილი იყო საძვალე-სასაფლაობიც. მათი ნაშთები გათლილი ქვის ლოდების წარწერებშია შემორჩენილი, ზოგის ამოკითხვა 3- 4 საუკუნეზე მეტი ხნის მიმანიშნებელია.
დღითი დღე მატულობს ეკლესია–მონასტრების მიმართ ახალგაზრდების ინტერესი და სურვილი მათი მოვლა -პატრონობისა და ასევე ახალი ეკლესიების შენების.
სოფელში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 110 წლის ისტორიის მქონე საჯარო სკოლა. 271 მოსწავლის აღზრდას ემსახურება 32 კვალიფიცირებული პედაგოგი, რომელთა ხელშეწყობით არაერთი წარმატებული ადამიანი დღემდის განაგრძობს თავის პროფესიულ საქმიანობას ქვეყნის მშენებლობის საქმეში.
სოფელი გამორჩეულია იმით, რომ მის ტერიტორიაზე განთავსებულია 2 აეროპორტი. ერთი- სამოქალაქო, ხოლო მეორე სამხედრო დანიშნულების. სამოქალაქო აეროპორტზე, რომელსაც უკავია 64 ჰა მიწის ფართობი, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. უახლოეს ხანაში გათვალისწინებულია როგორც შიდა, ასევე ქვეყნის გარეთ მიმოსვლის ავია რეისების აღდგენა. აეროპორტის ტერიტორიაზე იხსნება საავიაციო უნივერსიტეტის ფილიალი და დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ საფრენოსნო საქმიანობას.
სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე განთავსებულია ღვინის ქარხანა “თელავის ღვინის მარანი”, რომელსაც უკავია 7 ჰა მიწის ნაკვეთი. ქარხანაში დასაქმებულია 60 ადამიანი. მზადდება როგორც ორდინალური, ასევე არაორდინალური ღვინოები. პროდუქციას რეალიზაცია უკეთდება მსოფლიოს 30 ქვეყანაში, როგორც ევროპაში ასევე აშშ-ში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო ევროპაში ჩატარებული არაერთი პრესტიჟული კონკურსებიდან.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

გურამ ბახურაული

გურამ ბახურაული

ტელ: 0350-27-23-96
მობ: 599-85-79-71
E-mail: kurdgelauri.telavi@gmail.com

სპეციალისტები
  • ნინო ბაღათრიშვილი – მობ: 595-91-99-78
  • მანანა ხომასურიძე – მობ: 591-01-22-01
  • ინგა აფთარაული – მობ: 592-28-62-86


გადიდებული რუკის ნახვა