2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

ნასამხრალი

ნასამხრალის ადმინისტრაციული ერთეული

ნასამხრალის ტერიტორიული ორგანო მდებარეობს თელავიდან 4 კილომეტრის დაშორებით. სოფელი განლაგებულია საავტომობილო და სარკინიგზო ხაზების გასწვრივ, თუმცა ნასამხრალი ადრეულ პერიოდში უფრო ქვემოთ, ჩრდილოეთისკენ მდებარეობდა. მოსახლეობა აქ გვიანი შუა საუკუნეების დროს უნდა დასახლებულიყო, დაახლოებით XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში. ეს ის პერიოდია, როცა შაჰ-აბასის რამდენიმე ლაშქრობის შედეგად, თითქმის დაცარიელებულია კახეთი და მთიდან ინტენსიურად იწყება მთიელ ქართველთა ჩამოსახლება. ამ პერიოდს “ფშაურ კოლონიზაციადაც” მოიხსენიებენ. სწორედ ამიტომ ნასამხრალშიც მთის მოსახლეობა ჭარბობდა. მეფე ერეკლე მეორის დროინდელი ყმათა სიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სოფელი საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო. მოხსენიებულია გვარები, რომელიც საერთოდ აღარ არსებობს. აქ უცხოვრიათ დიდი რაოდენობით ხარატიშვილებს, ჯომარდიშვილებს, ჭიჭიაშვილებს და სხვ. ასევე დასავლეთ საქართელოს წარმომადგენლებს, მაგალითად ჭიაურელებს. დღეის მდგომარეობით, სოფელში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარებია: ბაღათრიშვილი და ურჩუხიშვილი, ასევე ტეტიაშვილი, ხატიაშვილი, მტირალაშვილი, შოშიკელაშვილი და სხვ.

გადმოცემის მიხედვით სოფელში არაერთ კოლორიტულ პიროვნებას უცხოვრია. გოლიათური აღნაგობის ნინიას, ზედმეტსახელებით მოხსენიებულ ბეჭდაუდებელ ფალავნებს: ძუგარას, ჭრიას, კვანჭილას, გუთნისდედას და მომღერალ ლაზარეს. მელექსე სოსიას, ქართული ტრადიციების დიდ მოამაგეს “პურმარილის ღმერთად” წოდებულ კიკოლიკას და ა.შ.

ხშირად ნასამხრალს მოიხსენიებდნენ როგორც “ნასომხარი”. თუმცა ის ფაქტი, რომ აქ სომხები ცხოვრობდნენ არცერთ მატერიალურ თუ წერილობით წყაროებში არ არსებობს. არც მეფე ერეკლეს დროინდელ ყმათა სიებში, არც სოფლის სამხრეთ დასავლეთით მდებარე ძველი სასაფლაოს საფლავის ქვებზე.
შესაძლოა 1779 წელს, ერეკლე მეორის მიერ ერევნიდან წამოყვანილი სომხური მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელთა მიზანი იყო საქალაქო ცხოვრების აღორძინება, დროებით გააჩერეს ამ ტერიტორიაზე, სანამ მათ მუდმივ საცხოვრებელს გამოუყოფდნენ და აქედან შემორჩა “ნასომხარი” ანუ ადგილი სადაც სომხები იდგნენ.

ნასამხრალში რამოდენიმე ეკლესიაა, მათ შორის: დედა ღვთისმშობლის სახელობის, მაცხოვრის, წმინდა გიორგის და კვირიკეს.

ამჟამად სოფელში 200 კომლი ცხოვრობს. ძირითადი სამეურნეო დარგებია მევენახეობა და მემინდვრეობა. შემდგომი განაშენიანების მიზნით, სოფელს საუკეთესო პერსპექტივები გააჩნია.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

ნიკოლოზ ბაღათრიშვილი

ნიკოლოზ ბაღათრიშვილი

ტელ: 0350-23-47-94
მობ: 599-85-77-54
E-mail: nasamxrali.telavi@gmail.com

სპეციალისტები
  • შორენა გრემელაშვილი – მობ: 555-32-77-30
  • ნესტან ურჩუხიშვილი – მობ: 558-85-00-22


გადიდებული რუკის ნახვა