2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

შალაური

შალაურის ადმინისტრაციული ერთეული

შალაური – ტერიტორიული ერთეული თელავის მუნიციპალიტეტში. ფართობი: 173 ჰექტარი საცხოვრებელი ფართი, სავარგულებიანად 1156 ჰექტარი. მოსახლეობის რაოდენობა: 3000-მდე მოსახლე. ამომრჩეველთა რაოდენობა: 1932 ამომრჩეველი.

სოფელში ამჟამად 7ისტორიული ძეგლია,რომელიც ისტორიული განვითარების სხვადასხვა პერიოდშია აგებული. ესენია: სვეტიცხოველი, ბარბარე, წმინდა გიორგის ორი ეკლესია, მარიამ ღვთისმშობელი, კვირიკე, კვირაცხოველი.

სვეტიცხოველი სოფლიდან დაახლოებით 2-3 კილომეტრ მანძილზე მდებარეობს,რომელიც მე-6 მე-7 საუკუნეებშია აგებული. ეკლესიის სიგრძე 2 მეტრია, სიგანე 5 მეტრი. სვეტიცხოველი ორწაფიანი ეკლესიაა, ნაგებია რიყის ქვით, რესტავრირებულია 1990წელს. სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ნანგრევები, რომლებიც სავარაუდოდ ნასახლარებს წარმოადგენს. არსებობს ვერსია რომ ამ ტერიტორიაზე იყო დასახლება, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ აღმოჩენილი უძველესი ნივთებიც ადასტურებს.

წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია მდებარეობს სოფლის მოშორებით 3-4 კილომეტრ მანძილზე, ტყეში. სპეციალისტთა აზრით იგი გვიანი ფეოდალური ხანის ბაზილიკური ტიპის ეკლესიაა. სიგრძე 7 მეტრი, სიგანე 5 მეტრი. ნაგებია რიყის ქვით, კირის დუღაბზე გადახურულია ორვალთიანი სახურავით. რესტავრირებულია 1999 წელს.

წმინდა გიორგის ეკლესია არცთუ ისე შორი მანძილითაა დაშორებული სოფლიდან. მეორე მსოფლიო ომამდე ეკლესია მოქმედი ყოფილა. ძეგლი ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. მისი სიგრძე 11 მეტრია სიგანე 6 მეტრი, ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას. ინტერიერი შეღებილია თეთრი კირის ხსნარით.
წმინდა გიორგის ეკლესიის გვერდით ჩრდილო დასავლეთით მდებარეობს – წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც დაახლოვებით XVII-XVIII საუკუნეებშია აგებული. მოცულობით მცირე ზომისაა, აშენებულია რიყის ქვით კირის დუღაბზე, გადახურულია კრამიტის სახურავით.

მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია წმინდა გიორგის ეკლესიის ჩრდილოეთით 100 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ეკლესიაში ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი საკურთხეველი, რომელიც აღმოსავლეთითაა და მისი მხოლოდ 1/3 ნაწილია გადარჩენილი. რესტავრირებულია 2008წელს)

ვირიკე, კვირაცხოველი მდებარეობს მალხაზის წყაროსთან 1-კვ. მანძილზე. ტყეში მდებარეობს ორი მცირე ეკლესია: კვირიკე და კვირაცხოველი.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

ალექსი ძამუკაშვილი

ალექსი ძამუკაშვილი

ტელ: 0350-23-35-04
მობ: 599-98-90-82
E-mail: shalauri.telavi@gmail.com

სპეციალისტები
  • მაია ბახტურიძე – მობ: 598-24-09-35
  • ეკა გიორგაძე – მობ: 551-25-63-63


გადიდებული რუკის ნახვა