2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

ბუშეტი

ბუშეტის ადმინისტრაციული ერთეული

ბუშეტის ტერიტორიული ორგანო დაკავშირებულია ცენტრთან, თელავთან კახეთის ცენტრალური მაგისტრალით და დაშორებულია მისგან 14 კილომეტრით. სოფლის რელიეფი მაღლდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. სოფელს კვეთს სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მდინარე “ბუშეტი”.
სასოფლო-სამეურნეო მიწები მდებარეობს სოფლის თავსა და ბოლოში. ფართობი შეაგენს 668 ჰექტარს, მათ შორის სახნავი 214 ჰექტარია, მრავალწლიანი ნარგავები 344 ჰექტარი, მათ შორის ხეხილი – 149, ვენახი – 195, საძოვარი კი 110 ჰექტარი.
სოფლის მოსახლეობა ცხოვრობს ერთ დასახლებულ პუნქტში. ბუშეტის მიწები ვარგისია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად. მოსახლეობას ძირითადად მოყავს მარწყვი, სიმინდი, ყურძენი, ატამი და ბოსტნეული კულტურები.
მოსახლეობა შეადგენს 1375 ადამიანს; 452 კომლი, 984 ამომრჩეველი.

ბუშეტის კულტურის სახლში განთავსებულია ბუშეტის ტერიტორიული ორგანოს გამგეობა. ბუშეტში ფუნქციონირებს ამბულატორია, აფთიაქი, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი. სოფელი ძირითადად მარაგდება მთის წყლით, ასევე არსებობს რამდენიმე ჭაბურღილი.

ბუშეტში არის 4 ძველი ეკლესია: სვეტიცხოველი, ნათლისმცემლის, ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის სახელობის.

დასრულების მომენტშია ახლად მშენებარე იოაკიმ და ანას სახელობის ეკლესია, რომელსაც აშენებს ამავე სოფლის მკვიდრი ბუშეტის ამაღლებულ გორაზე.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

პაატა გიორგაძე

პაატა გიორგაძე

ტელ: 0350-23-35-09
მობ: 599-85-77-61
E-mail: busheti.telavi@gmail.com

სპეციალისტები
  • ოლღა ჩაველაშვილი – მობ: 557-72-48-33
  • ივანე გობეჯიშვილი – მობ: 571-51-59-15


გადიდებული რუკის ნახვა