2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

კატეგორია: თვითმმართველობა

ტრენინგი პრეს-მდივნებისთვის კაჭრეთში

13 და 14 მაისს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების პრეს – მდივნებისთვის ტრენინგი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე გაიმართა. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) „რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ახორციელებს.

ქონების პრივატიზების საჯარო აუქციონი

ქონების პრივატიზების მიზნით თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი აცხადებს საჯარო აუქციონს.
აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება წარმოებს აუქციონის გამოცხადების დღიდან, 2015 წლის 14 მაისიდან 2015 წლის 12 ივნისამდე, ყოველ სამუშაო დღეს 09:00 საათიდან დან 18:00 საათამდე, ხოლო აუქციონის ჩატარების დღეს 09:00 საათიდან 12:00 საათამდე.
აუქციონი ჩატარდება 2015 წლის 12 ივნისს დღის 13:00 საათზე თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზირი #16 ).
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაყევით ბმულებს:

1. გამგებლის ბრძანება #478
#478 ბრძანებაში შეტანილი ცვლილება ნახეთ
გამგებლის ბრძანება #485-ში;
გამგებლის ბრძანება #486-ში;
გამგებლის ბრძანება #563-ში.

2. გამგებლის ბრძანება #479
#479 ბრძანებაში შეტანილი ცვლილება ნახეთ
გამგებლის ბრძანება #562-ში;

გასაუბრების ეტაპი თვითმმართველ თემში

თვითმმართველი თემის გამგეობასა და საკრებულოს აპარატში ვაკანსიებზე გამოცხადებული კონკურსის ფინალური – გასაუბრების ეტაპი დასრულდა. 1 და 2 მაისს გასაუბრება იმ 247 ადამიანმა გაიარა, რომლებმაც ტესტირების დროს მინიმალური ზღვარი – 51 % გადალახეს.

შეხვედრა თვითმმართველობის საკითხებზე

დღეს, თელავის გამგეობაში, შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან – დავით მელუასთან გაიმართა. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფასა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაზე იმსჯელეს. შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ალექსანდრე შათირიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე – პაატა გიორგობიანი, გამგებლის პირველი მოადგილე – დავით ნაპირელი, გამგებლის მოადგილე – ზურაბ სვიმონიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სოფლის კრებების შეჯამება [video]

თვითმმართველ თემში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული სოფლის საერთო კრებები დამთავრდა. სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში კრებებს გამგებელი – ალექსანდრე შათირიშვილი, გამგებლის პირველი მოადგილე – დავით ნაპირელი და გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ.