2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

კატეგორია: განცხადებები 2014

ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის შესახებ

თელავის თვითმმართველ თემში საჯარო მოხელეთა ტესტირების ეტაპი 27-28 დეკემბერს, ქალაქ თელავის ოთხ საჯარო სკოლაში ჩატარდება. გთავაზობთ ტესტირების ჩატარების ადგილისა და გრაფიკის შესახებ სრულ ინფორმაციას:

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები

22-23 დეკემბერს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას წინანდალში, ნაფარეულში და იყალთოში გამართავს.
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები გაიმართება:

  • 22 დეკემბერი, 15.00 საათზე – სოფელ წინანდლის ბიბლიოთეკის დარბაზი;
  • 23 დეკემბერი, 11.00 საათზე – სოფელ იყალთოს კულტურის ცენტრი;
  • 23 დეკემბერს, 15.00 საათზე – სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლა;

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით „ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოსახლეობის ჩართულობას და მათ შენიშვნებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბიუჯეტის თანხები სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მიხედვით უნდა გადანაწილდეს.”

ვაკანსიებზე განაცხადების მიღება დასრულდა

თვითმმართველი თემის გამგეობასა და საკრებულოს აპარატში გამოცხადებულ 151 ვაკანსიაზე განაცხადების მიღება 19 დეკემბერს დასრულდა. განაცხადების გადარჩევის შემდეგ კონკურსის მეორე – ტესტირების ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს ტესტირების ზუსტი თარიღის და ადგილის შესახებ განცხადებაში მითითებულ მობილურის ნომრებზე ეცნობებათ.

ვაკანსია

თვითმმართველი თემის საკრებულო და გამგეობა აცხადებს ვაკანსიას გამგეობის 98 და საკრებულოს 8 (სულ 106) ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებიც რეგისტრაციას გაივლიან საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე www.hr.gov.ge 30 ნოემბრამდე. კონკურსში მონაწილეთა შერჩევა სამ ეტაპად – განცხადების გადარჩევის, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება. აქვე გთავაზობთ ყველა ვაკანტური თანამდებობის ჩამონათვალს სამსახურებისა და განყოფილებების მიხედვით. (რეგისტრაციის გასავლელად ან/და ვრცელი ინფორმაციის სანახავად გაყევით შესაბამის ბმულს)

2015 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტები

ც ნ ო ბ ა

თვითმმართველი თემის საკრებულოში მიმდინარეობს მთავარი ფინანსური დოკუმენტის – თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის ადმინისტრაციული წარმოება.