2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

კატეგორია: სპორტი

“World Run” – “მსოფლიო რბენა”

“ვირბინოთ მათთვისაც, ვისაც ეს არ შეუძლია” – კახეთი უკვე მესამედ მსოფლიო რბენას მასპინძლობს.
8 მაისს, თელავი-ყვარელის გზატკეცილზე საქველმოქმედო ღონისძიება “მსოფლიო რბენა” გაიმართა. მარათონს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები და თვითმმართველი თემის მოსახლეობა შეუერთდნენ.

ჭიდაობა შალაურში

6 მაისს, სოფელ შალაურის დღეობასთან დაკავშირებით, თვითმმართველი თემის გამგეობის ა.(ა)ი.პ. “სასპორტო გაერთიანების” ორგანიზებით ჭიდაობის ტრადიციული შეჯიბრი სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა. შეჯიბრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე – დავით ნაპირელი და კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი – სოფიო ახმეტელი, შალაურის ადმინისტრაციული ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი – ალექსი ძამუკაშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.

სასკოლო “რა? სად? როდის?” დასრულდა

4 მაისს თვითმმართველი თემში სასკოლო საგაზაფხულო ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?” დასრულდა. შესარჩევ ეტაპზე, რომელმაც სტარტი 13 აპრილს აიღო, თელავის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ჟორა ბურდულის სახელობის ტურნირი

ა(ა)იპ თვითმმართველი თემის სასპორტო გაერთიანების და ქალაქ თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების თანადგომით 2016 წლის 24-27 აპრილს ვარდისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა გიორგი (ჟორა) ბურდულის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში.

ფეხბურთის რაიონული ფესტივალი ვარდისუბანში

10 აპრილს, ა(ა)იპ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებით და თელავის მუნიციპალიტეტის თანადგომით ვარდისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასპორტო გაერთიანებასთან არსებული ფეხბურთის ჯგუფების რაიონული ფესტივალი გაიმართა.