2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

კატეგორია: კულტურა

“ვაჟაობა” სოფელ ლაფანყურში

30 ივლისს, თვითმმართველი თემის სოფელ ლაფანყურში ტრადიციული დღესასწაული “ვაჟაობა” აღინიშნა. სახალხო დღესასწაული ა(აიპ) “კულტურის ცენტრის”, ა(აიპ) “სასპორტო გაერთიანების” ორგანიზებით და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კ კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით მოეწყო. “ვაჟაობა” ტრადიციული დოღით დაიწყო, ხოლო სხვა ღონისძიებებთან ერთად, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულებს დიპლომები და მედლები გადაეცათ.

რელიგიური დღესასწაული “კვირიკობა”

28 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, რელიგიური დღესასწაული წმიდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღე აღნიშნეს. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში კვირიკობასთან დაკავშირებით მამა ზაქარია და მამა ფარნავაზმა წირვა- ლოცვა აღავლინეს.
წირვა-ლოცვას თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი – სოფიო ახმეტელი ესწრებოდა.

თოჯინების თეატრის სპექტაკლი ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და თვითმმართველი თემის ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით ნაფარეულში, წინანდალსა და იყალთოში თოჯინების თეატრის სპექტაკლი “ურჩი ბეკეკა“-ს ჩვენება გაიმართა.

რელიგიური დღესასწაული “დავითობა”

16 ივნისს, აკურის ადმინისტრაციულ ერთეულში რელიგიური დღესასწაული “დავითობა” აღნიშნეს. აკურის მამა დავითის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა ბუშეტის წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ეკლესიის მოძღვარმა – მღვდელმა გიორგიმ შეასრულა. წირვა-ლოცვას თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე – დავით ნაპირელი ესწრებოდა.

საბავშვო კონცერტი წინანდალში

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად წინანდალის კულტურის სახლში კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში თვითმმართველი თემის ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ, რომელთაც სხვადასხვა მუსიკალური და თეატრალური ნომრები მაყურებელს წარუდგინეს. კონცერტი ა.ა.ი.პ “კულტურის ცენტრის” ორგანიზებით გაიმართა.