2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

კატეგორია: საზოგადოება

აკურის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

თვითმმართველი თემის რამდენიმე საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები „სოფლის მხადრაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს. აკურის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. სამუშაოებს “შ.პ.ს. ინფასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური” ახორციელებს.

ბანაკი ბაკურიანში დასრულდა [video]

თვითმმართველი თემის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის და წარმატებული მოწაფეთათვის მოწყობილი ბანაკი დასრულდა. ბანაკი 16 ივლისიდან 23 ივლისამდე გაგრძელდა. თემში შემავალი თითოეული სოფლიდან ორ-ორი ბავშვი შეირჩა, რომლებმაც დაბა ბაკურიანში ერთი კვირა გაატარა.

NIMD-ის დემოკრატიის სკოლის პრეზენტაცია თელავში

22 ივლისს, ქალაქ თელავის საკრებულოს სხდომათა მცირე დარბაზში ორგანიზაცია “ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (NIMD) პროგრამის – დემოკრატიის სკოლის პრეზენტაცია გაიმართა. დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის და სტუდენტებისთვის.

ფერმერთა მომსახურების სერვის-ცენტრი შალაურში

თვითმმართველი თემის სოფელ შალაურში USAID/REAP ფინანსური მხარდაჭერით, ფერმერთა მომსახურების სერვის-ცენტრი გაიხსნა. სერვის-ცენტრი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ – დავით ნაპირელმა და USAID-ის წარმომადგენელმა საქართველოში – შამენა გილმა გახსნეს.

ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას

საპილოტე პროექტის – “ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას” განხორციელება დაიწყო. პროექტს ეროვნული ბიბლიოთეკა და საბიბლიოთეკო ასოციაცია საქართველოს პრეზიდენტის – გიორგი მარგველაშვილის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კახეთის რეგიონში რეგისტრირებული სოფლის ბიბლიოთეკების კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფა.