2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 დეკემბერს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ნახეთ ვრცლად

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ნაფარეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა

დღეს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში 1 წლის წინ დაბრუნდა და მისი რეაბილიტაციისთვის ნახეთ ვრცლად

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

“300 არაგველის” დღესასწაული თეთრწყლებში

24 სექტემბერს საქართველო “წმინდა 300 არაგველის ხსენების დღეს” აღნიშნავს. თვითმმართველი თემის სოფელ თეთრიწყლებში 300 არაგველის ხსენების დღე სახალხო დღესასწაულის სახეს ნახეთ ვრცლად

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

იყალთოში “ქვევრის სკოლა-სახლი” გაიხსნა

დღეს იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახლი” ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ძირითადი მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციების ნახეთ ვრცლად

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

კურდღელაურში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა

18 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი თემის ორგანიზებით გოგი და ოთარ ელიოზიშვილების სახელობის საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. ნახეთ ვრცლად

 

კატეგორია: სიახლეები

ბანაკი ბაკურიანში 2016

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის 38 წარმატებული მოსწავლე დაბა ბაკურიანში საზაფხულო ბანაკში გაემგზავრა. მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ბანაკი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

საყოფაცხოვრებო ნარჩენის სეპარირებული შეგროვება

თელავის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პრაქტიკის დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს. პილოტური პროექტის ფარგლებში წინანდალში, ქვემო ხოდაშენში, ბუშეტში, ვანთასა და აკურაში ნარჩენების სეპარირებისათვის განკუთვნილი ყუთები დაიდგა, რომელიც მიზნად ისახავს ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ჩამოყალიბებას, მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით.

შაშურაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

აშშ-ს ქალაქ კილენში, მსოფლიოს კლასიკური ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში დასრულდა. IPF-ის ვერსიით, რომელიც სამჭიდის ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციაა საქართველოს ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა. 105 კგ-ში მოძრაობა ჩაჯდომში მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვარდისუბნელმა სპორტსმენმა – არჩილ შაშურაშვილმა 310 კგ, სამჭიდის ჯამში კი 770 კგ-ით მე-11 ადგილი, 66 კგ გივი მარგველაშვილმა 530 კგ-ით მეათე ხოლო +120 კგ ნოდარ ტატიშვილმა 755 კგ-ით მე-14 ადგილი დაიკავა.

ძლიერი ქარიშხალი კახეთში

30 ივნისს, ძლიერი ქარიშხალის შედეგად თვითმმართველი თემის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის – ალექსანდრე შათირიშვილის #883 ბრძანების შესაბამისად, შექმნილია ზარალის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ წუთებშიც ადგილზე ითვლის მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს.

რელიგიური დღესასწაული “დავითობა”

16 ივნისს, აკურის ადმინისტრაციულ ერთეულში რელიგიური დღესასწაული “დავითობა” აღნიშნეს. აკურის მამა დავითის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა ბუშეტის წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ეკლესიის მოძღვარმა – მღვდელმა გიორგიმ შეასრულა. წირვა-ლოცვას თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე – დავით ნაპირელი ესწრებოდა.